უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 12:10
font-size

მკვლელობის პირველივე დღეს ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომელთაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვნებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ სამი პირის შესახებ, ვინც სავარაუდოდ, დავით სარალიძე დაჭრეს.

„მკვლელობის პირველივე დღეს ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომელთაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს თუ რა იარაღიც აღმართეს, ესენია გ.ჯ, მ.კ და მღვდლის შვილი“, -თქვა სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე.

მისი თქმით, რომ ამ პირების მონაწილეობას გამოძიებაც ადასტურებს.

„რამდენიმე ხანი დამჭირდა, ზუსტად გამერკვია, ეს პიროვნებები ნამდვილად იყვნენ თუ არა, რაც ნამდვილად დადასტურდა ყველანაირად, არა მხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ გამოძიების მხრიდანაც. პროკურატურამ თვითონ დამანახა, ეს პიროვნებები ვინ იყვნენ და რა იყვნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის ტუალეტში დაიწყო.

„ინციდენტი დაიწყო სკოლის ტუალეტიდან. როგორც ვიცი, ჩემი შვილის მეგობრებმა შეაშინეს თუ რა უქნეს, არავინ ვიცით სრული ისტორია, არცერთი მხარე არ ჰყვება სრულ ისტორიას, არც ის მეცხრეკლასელი ბავშვები და არც ჩემი შვილის მეგობრები. ზოგადად, ისტორია ის არის, რომ პისტოლეტით შეაშინეს, იუკადრისა მეორე მხარემ, რომელმაც დასახმარებლად დაუძახა დეიდაშვილს, იმან თავის მეგობრებს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აქ რა კითხვაც დამებადა და რასაც პასუხი ვერ გავეცი, არის ის, რომ როცა ა.ს-მ დაურეკა მ.კ-ს, არავინ არ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა მას, რის საფუძველზე უნდა მოსულიყო მ.კ და მისი მეგობრები, თუნდაც რა უძღოდა წინ ამ საქმეს, არავინ არ იცის, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს.

ვფიქრობ, ა.ს-ს ძალიან არარეალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული მ.კ-სთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, ხორავას ქუჩაზე ყველა მოსულს ჰქონდა იარაღი მაშინ, როცა, პატარა ბავშვები არ დადიან იარაღით გარჩევაზე, მით უმეტეს სკოლის პერიოდში. ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე ინფორმაციით, იყო შერიგების შანსი, თუმცა მის შვილსა და გ.ჯ-ს შორის სიტუაცია დაიძაბა.

„ზოგი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. რატომ შეაგინა, ვიცი, ამასაც ვიტყვი. გ.ჯ-მ ხელი აუქნია დათოს, არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით აუქცია და მოხვდა რასაც, ალბათ, იუკადრისებდა, პატარა ბავშვებს ხომ არ გააჩნიათ უკან დახევის უნარი. რატომ აუქნია ხელი და რა მოხდა, ამას არავინ არ ამბობს, ფაქტია, დაიძაბა სიტუაცია ჩემს შვილსა და გ.ჯ- ს შორის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც მან საგამოძიებო კომისიის წევრებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ურტყამდა ყველა დავით სარალიძეს, როდესაც მის გვერდით სხვა მოსწავლეებიც იდგნენ, რომელთაც არავინ შეხებია.

სარალიძის თქმით, ის მკვლელობის დღეს ესაუბრა თავის შვილის ორ მეგობარს დ.ნ-სა და დ.ღ-ს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

„ვიცოდი, რომ ეს ბავშვები რაღაცას იტყუებოდნენ, მკვლელობის ნაწილში საერთოდ არეულები იყვნენ და არაფერს ლაპარაკობდნენ. ფაქტია, მკვლელობის ნაწილს მალავდნენ თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ნათია ფანჯიკიძის და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

21 თებერვალი, 2020 , 20:40

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურ

`მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები` - ფინანსური განათლების პროგრამა აგრომეწარმეებისათვის

21 თებერვალი, 2020 , 18:43

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილ

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 თებერვალი, 2020 , 18:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება - „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

21 თებერვალი, 2020 , 17:50

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ

ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2020 , 17:40

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინ

რამდენია სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

21 თებერვალი, 2020 , 17:20

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`