უკან

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 15:25
font-size

მმართველ გუნდში განიხილავენ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდში განიხილავენ საარჩევნო ბარიერის 3 ან 4 %-მდე დაწევას.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის ბარიერის დაწევის მომხრეა, რადგან ეს საშუალებას მისცემს პარტიებს, განვითარდნენ და შენარჩუნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე.

„ამ აზრის მოწინააღმდეგე მეუბნება, რომ ჩემი განწყობა ლოიალურია. ეს გასაგებია, მაგრამ ეს მიდგომა იმ იდეას აზიანებს, რომ პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკური ძალებისთვის ასპარეზი უნდა გახდეს, რომელთაც მძლავრი მხარდაჭერა აქვთ. არ შეიძლება, პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეულ და მნიშვნელოვან თანხებს მუდმივად ხარჯავდნენ და იმაზე არ ზრუნავდნენ, რომ პოლიტიკური პარტია იმდენად განვითარდეს, რომ არჩევნებში 5 % მაინც ვერ მიიღოს. ამ პრინციპს ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, რომ 3 ან 4 % ისაა, რა მხარდაჭერითაც პარტიას პოლიტიკურ ველზე დარჩენა და დაფინანსების მიღება მაინც უნდა შეეძლოს.

რაც შეეხება პარლამენტში შემოსვლას, 4%-იანი ბარიერი იქნება, თუ 5 %-იანი, ამაზე მსჯელობა მიმდინარებს. ეს თემა აქტუალურია და სხვა ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ მკითხეთ, ეს საკითხი იხილება თუ არა, გიდასტურებთ, რომ იხილება“, - განუცხადა საზოგადოებრივს ვოლსკიმ.

ანა მებურიშვილი

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი