უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 15:55
font-size

მმართველი ძალა ქმნის კლიმატს, რომ აქ ვერავინ ვერ გაბედოს ოპოზიციაში ყოფნა - გიგა ბოკერია მარნეულის ინციდენტზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. საქმე ისაა, რომ „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი მირკაზიმ ყაგუბოვი პარტიის აქტივისტ მაჰმედ ჰუსეინოვის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციონერ აქტივისტებზე ზეწოლით მმართველი გუნდი ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მისივე მტკიცებით, ამას ადასტურებს ეკა ბესელიას კომენტარები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად სიტუაციაში გასარკვევად მარნეულის #58 საარჩევნო უბანზე მივიდა. ბესელიამ არ გამორიცხა, რომ დაძაბულობა, შეიძლება, ხელოვნურად იყო შექმნილი.

„როცა ავტომატურად ხდება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს პროვოკაციაა (ჯერ ამ ტერმინს რა მნიშვნელობით ხმარობენ, არ მესმის), რომ არაფერი არ მომხდარა, იმ პრობლემას ადასტურებს, რომ დაშინებით, ქუჩური ძალადობითა და ფიზიკური შეურაცხყოფით ცდილობენ, შექმნან კლიმატი, რომ აქ ვერავინ ვერ გაბედოს ოპოზიციაში ყოფნა და უნდა იყო დამცირებული. სწორედ ამის შედეგი იყო ის ინციდენტი, რომლის შესახებ ჩვენმა აქტივისტმა შეგვატყობინა.

მმართველი გუნდის კომენტარებიც არის ამ პრობლემის ნაწილი. უნდა ეთქვათ, რომ გამოვიძიებთ, რომ არ დავუშვებთ ძალადობას“, -თქვა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში.

ამჟამად „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მოხდართან დაკავსირებით ჩვენებას აძლევს.

ანა მებურიშვილი

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ