უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2018 14:00
font-size

მმართველი გუნდი არ უჭერს მხარს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდი არ უჭერს მხარს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ლეგალიზებას.

„საქართველოში ის გუნდი, რომლიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს.

როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა, ბატონებო – კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია, ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები, ვერ იქნება კანონიერი მოხმარება“, – თქვა მინისტრმა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გაითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან. უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა. იმ სამუშაო ჯგუფში თუ ვიქნებით წარმოდგენილი, ამ პოზიციას აუცილებლად დავიცავ“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ. როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზ

არ შეიძლება მთავრობასთან კორუფციულ გარიგებაში შესვლა , რადგან ასე არ იმართება ქვეყანა - ნატო ჩხეიძე

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან ქვეყანაში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებებით. ,,შესაძლებელია ი

კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს - არასამთავრობო ორგანიზაციები

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

არასამთავრობო ორგანიზაციები ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის შესაძლო ფაქტებსა და საქმესთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანებიან და აუდიტის სამსახურისგან რეაგირებას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ საუბარია 9 არასამთავრობო

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა

25 სექტემბერი, 2018 , 12:20

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა. ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ექსპრემიერმა გამოცემა BMG-ის დაუდასტურა. კვირიკ

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება - ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი, 2018 , 12:20

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მ

განათლების სამინისტრომ გასულ წელს ოთხ მილიონ ლარზე მეტი აითვისა პრემია-დანამატებისთვის

25 სექტემბერი, 2018 , 11:30

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ გასულ წელს ოთხ მილიონ ლარზე მეტი აითვისა პრემია-დანამატებისთვის. როგორც უწყების დასკვნაშია აღნიშნული, ამის შესაძლებლობა სამინისტროს გაწეულმა ეკონომიამ მისცა. "ეკონომ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`