უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 სექტემბერი, 2018 12:58
font-size

მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე

მოეშვან პოლიტიკურ განცხადებებს და მიხედონ საქმეს ისე, როგორც საჭიროა, - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით შეიქმნა, თუმცა როგორც სარალიძე აღნიშნავს, ,,ქართული ოცნების“ წევრები კონკრეტული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობენ.

„აქ არის გამოსავლენი ჩემი შვილის მკვლელები და არა ვიღაცეების აზრები, რომ პოლიტიკური ჭრილია. არ მაინტერესებს მე არანაირი პოლიტიკური ჭრილები. ეს კომისია არის კონკრეტულად მკვლელობის საქმეზე შექმნილი. რა შუაშია აქ პოლიტიკა? დადგნენ და გამოიძიონ და დადონ ისეთი დასკვნა, როგორიც საჭიროა, მაგრამ მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს. შსს-ს ეს ყველაფერი დადგენილი აქვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ხელი დააფაროს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიების დროს გამოკვეთილ დარღვევებზე იმსჯელებენ.

კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებასთან დაკავშირებით კომისიის წევრები მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ. ისინი ასევე იმ რეკომენდაციებს განიხილავენ, რომლებიც საგამოძიებო უწყებების მიმართ უნდა გასცენ.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი