უკან

ეკონომიკა

22 ნოემბერი, 2018 13:55
font-size

მნიშვნელოვანია, ჭარბვალიანობის დაძლევის ინიციატივამ გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე - „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მისივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკმა“ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ქართუ ჯგუფთან“ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ვალების ნაწილს, რომელთა ძირი თანხა 2000 ლარამდეა.

„ეს იყო ჩვენი მხრიდან კომერციული ტრანზაქცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრანზაქციის შემდეგ და „ქართუ ჯგუფის“ ნაბიჯის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანება. ეს იყო ერთჯერადი ნაბიჯი. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხმარებლებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ფინანსური ვალდებულების აღებისას მათი პირობების მომსახურებას“, – განაცხადა კიკნაველიძემ, თუმცა მას გარიგების დეტალებზე არ უსაუბრია.

„ჯერ კიდევ ზუსტდება მთლიანი სიები, რომლებიც მოექცევა ამ ტრანზაქციის ნაწილში. 2018 წლის პირველ იანვრამდე ვადაგადაცილებაში ჩავარდნილი პორტფელის მთლიანად გაყიდვას ვაპირებთ. ტრანზაქციის დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ საბოლოოდ 3 დეკემბერს იგეგმება დეტალური ხელშეკრულების გაფორმება ამ საკითხთან დაკავშირებით. სიები, მათ შორის შშმ პირების სიები, რომლებიც დღეს არ გაგვაჩნია, დაზუსტდება და ამ ტრანზაქციის ნაწილი იქნება ესეც“, – განაცხადა კიკნაველიძემ.

მისი თქმით, „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ეს იყო კომერციული ტრანზაქცია.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას, ამ მხრივ მივესალმებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომხმარებლებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს და მათი პირობების შესრულებას“, – თქვა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისი ინფორმაციით, დავალიანებების ჩამოწერა ფონდ „ქართუს“ დახმარებით მოხდება.

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფი

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა

21 თებერვალი, 2019 , 18:28

 „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ  რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის.  „ვენდი“ „გალერეა თბილისში&l

„თიბისი ბანკის“დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

21 თებერვალი, 2019 , 18:19

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს: “ეროვნული ბანკის საქმიანობა ემსახურება საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2019 , 15:50

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პრო

ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება

21 თებერვალი, 2019 , 11:44

თიბისი ბანკთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ: ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს, რაზეც გვინდა გ

მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს - ნათია თურნავა

21 თებერვალი, 2019 , 11:10

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლ