უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
კომენტარი
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის დაწყების საკითხს.
მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად ახდენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას.
"მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი. ამისთვის ჩვენ ვახდენთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მობილიზებას და ამის ერთ-ერთი დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ. რეზოლუციაში საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ დაუყოვნებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეფასებული იქნას ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოხდეს თითოეული მცხოვრების უფლების დაცვა, განსაკუთრებით შეიზღუდოს ის ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც დღეს ხორციელდება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”.
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.
რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განთლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე, ორივე რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევა.