უკან
კომენტარი
19 ნოემბერი, 2018 15:15
მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა - ირაკლი კობახიძე
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში.