უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 აპრილი, 2018 13:00
font-size

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას - მამუკა ბახტაძე

ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური მიზნების მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ სსფ-ის პროგრამის ფარგლებში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მსურს აღვნიშნო ის ძირითადი ფისკალური მიზნები, რომელიც დავისახეთ სსფ-სთან პროგრამის ფარგლებში. პირველი ესაა მიმდინარე ხარჯების კონტროლი, მეორე-კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და მესამე - დეფიციტის შემცირება. ამ მიზნებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მისი გაძლიერება და მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინკულზიური ზრდა, ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რაც წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

19 ივლისი, 2018 , 17:50

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის (The Governance Global Practice - GGP) უფროს დირექტორთან, დებორა ვეცელთან (Debora Wetzel). შეხვედრაზე, რომელსაც ასევ

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 23 ათას ფიზკურ პირს ცხოვრებას გაუადვილებს - ირაკლი კოვზანაძე

19 ივლისი, 2018 , 17:50

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მეწარმეებზე. ისინი ეკონომიკურ აქტივობას დაუბრუნდებიან და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ

საგარეო ვაჭრობა 24.3 პროცენტით გაიზარდა

19 ივლისი, 2018 , 15:10

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 28,5 პროცენტით გაიზარდა და 1,593 მლრდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა. აქედან წმინდა ექსპორტი, 1,148 მლრდ აშშ დოლარია და 16,3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

19 ივლისი, 2018 , 13:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომ

ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში ახალი რეგულაციები აამოქმედა

19 ივლისი, 2018 , 11:10

კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ორი ახალი წესი - "საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი" დ

საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი, 17 ივლისის მდგომარეობით, 8.2 ათას ტონას შეადგენს

19 ივლისი, 2018 , 11:10

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 4.8 ათასი ტონით (2.4-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან