უკან
საზოგადოება
10 დეკემბერი, 2016 17:30
მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებები, კანონის შესაბამისად მოხდეს- უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურებში მომუშავე პირებს სტაბილურობის განცდა ჰქონდეთ
როგორც სახალხო დამცველმა მედიას განუცხადა, თუ საჯარო სამსახურებიდან მოხელეების გათავისუფლება მოხდა, ეს მხოლოდ კანონის შესაბამისად უნდა ხდებოდეს.
„მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე პირებს ჰქოდნეთ გარკვეული სტაბილურობის განცდა. მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებული, მათი გადაადგილებები არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს განთავისუფლება.ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ საჯარო მოხელეებში იყოს სტაბილურობის გარკვეული განცდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, ასეთი განთავსუფლებები თუ მოხდა, მხოლოდ კანონის შესაბამისად მოხდეს“,-აღნიშნა ნანუაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე