უკან

კომენტარი

19 ოქტომბერი, 2016 15:45
font-size

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო კონსესუსის საფუძველზე – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის შესაძლო გადასინჯვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

~ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ, ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არცერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს. რაც შეეხება მმართველობის ფორმას, მმართველობის ფორმას არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები.

ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ფორმატი იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, სათანადო ჩართულობით უზრუნველყოფილი, ასევე უნდა იყოს ეფექტიანი. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ერთი და მეორე მიზანი და ამის ყველანაირი საშუალება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა ყველა დაინტერესებული სუბიექტის. აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება, რა თქმა უნდა, გატანილი პარლამენტის სხდომაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს~, _ აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რა „სტანოკზე“ გაკეთებთ ასეთ დებილებს ივანიშვილი? - ირაკლი ოქრუაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 16:35

ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურის განცხადებას პასუხობს, რომელიც ადასტურებს, რომ ოქრუაშვილს ციხიდან ზარების განხორციელება აეკრძალა და ამის მიზეზად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებს. ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს -გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, არის მცდელობა, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება. „იდენტური საქმეა, რაც ჩემი

უკანონო ქმედებებს ისევ და ისევ აგრძელებს რუსული და ოსური მხარე - ვახტანგ გომელაური

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან რუსული და ოსური მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ უკანონო ქმედებებს. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, სოფელ ატოცში ერთი თვის წინ და

პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ - შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა. მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის

თადუმაძის საკითხი ძალიან სერიოზულია - ანა დოლიძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

შეიძლება თუ არა, ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, არ ჰქონდეს იურიდიული განათლება, ეკავოს გენერალური პროკურორის თანამდებობა?! - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, „თადუმაძის საკითხი ძ