უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
სამართალი
მნიშვნელოვანია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე სამართლიანად გადაწყდეს - „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო’’
„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო’’ უზენაეს სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს უზენაესი სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის გადამწყვეტ ეტაპზეა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ძალაში დარჩება თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 - ის 100% წილის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების შესახებ.
„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ მრავალჯერ განუცხადებია თავისი კრიტიკული პოზიცია „რუსთავი 2“- ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის ამ სახით გადაწყვეტაში აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მხრიდან მოცემული საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა სხვადასხვა ხასიათის დარღვევების შესახებ, რომლებიც თავიანთი შინაარსით მთლიანად პროცესის მიმდინარეობის კანონირებასთან დაკავშირებით აჩენდნენ კითხვებს:
„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა საქმისადმი მოსამართლის მიკერძოებული დამოკიდებულებით. ამის ნათელი მაგალითია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა, ერთი მხრივ, კანონმდებლობასთან და, მეორე მხრივ, წარმოადგენდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევის პრეცედენტს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსამართლის დასაბუთების მთავარი არგუმენტაცია დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას ეფუძნებოდა. დროში პროცესის განხილვებს დაემთხვა განმხილველი მოსამართლის ოჯახის წევრის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ საქმის აღძვრა წელიწადნახევრის დაგვიანებით. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, პროცესუალური კანონმდებლობით სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა გარკვეული საკითხები, არსებული მაღალი ინტერესისა და გამოვლენილი ხარვეზების ფონზე, როგორც სასამართლო სისტემის ნდობის ასამაღლებლად, ასევე მეტი გამჭვირვალობისათვის, უმჯობესი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს სხდომები ზეპირი მოსმენით გამართულიყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ 2016 წლის 20 მაისს “რუსთავი 2”-ის საქმის მსგავს საქმეზე (N ას-1224-1149-2015) გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
„რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს პლურალისტულ მედია გარემოზე. საქართველოში მედია გარემო წლების მანძილზე მკვეთრად პოლარიზებულია და ხშირად სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედებენ როგორც პოლიტიკური ინტერესების მქონე პირები, ასევე მედია მფლობელები. ასეთ ვითარებაში თითოეული ტელეკომპანია ღირებულია საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ტელეარხების გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ტელევიზია ინფორმაციის მთავარი წყაროა.
ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ საკითხის იმდაგვარად გადაწყვეტა, როგორც ეს პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში მოხდა, პრობლემურია მომავალში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავებთან მიმართებით.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მოცემული დავების გადაწყვეტისათვის ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე. რადგან მესაკუთრეების საკუთრების უფლების დაცვის დაბალი სტანდარტები ინვესტორებისთვის არახელსაყრელი მოცემულობა იქნება.
„რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წლების მანძილზე ბევრი კითხვა ისმოდა. ეს კითხვები განსაკუთრებით მწვავე იყო სწორედ ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის გადაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ თუ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ე.წ. სამართლიანობის აღდგენაა, ქიბარ ხალვაშისთვის ტელევიზიის გადაცემა ამ შეფასებას ნამდვილად ვერ იმსახურებს.
ჩვენთვის მიუღებელია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედია საშუალებასთან ამ ფორმით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების დაცვა ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს, რადგანაც მრავალფეროვანი მედია გარემო ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.’’
საკვანძო სიტყვები:
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა
13 ნოემბერი, 2025 , 16:22
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა
13 ნოემბერი, 2025 , 15:55

