უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს - ფრენსის ფუკუიამა

„მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს“, - ამის შესახებ პოლიტიკური მეცნიერებების ამერიკელმა მკვლევარმა ფრენსის ფუკუიამამ თბილისში შეხვედრების დაწყებისას განაცხადა.

„პოლიტიკური პოპულიზმი საზოგადოებრივი ღირსების მოთხოვნის საპასუხოდ“ - ესაა ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისში სასტუმრო „რუმსში“ მსჯელობენ.

დღესვე დაგეგმილია ღამის დებატები, ფრენსის ფუკუიამას წიგნის პრეზენტაციაც, დისკუსიას მოდერაციას დევიდ კრამერი გაუწევს.

„ლიდერთა განვითარების აკადემიის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ლიდერებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ რეფორმებში და ეფექტურები იყონ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი ინფორმაცია მივიღე წინასაარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მასალა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, გვასწავლის თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები საქართველოში და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან მომავალში“,- თქვა ფუკუიამამ.

საერთაშორისო ღონისძიებებს თბილისში ტრადიციულად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობს.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა დევიდ კრამერმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ახალგაზრდა პროფესიონალებმა გააუმჯობესონ ლიდერობისთვის საჭირო ცოდნა, დაეხმარონ ხელისუფლებას მუშაობის გაუმჯობესებაში. რაც შეეხება არჩევნებს, წლევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის გადამწყვეტია, თუ როგორ წარიმართება აქ პროცესები“,- განაცხადა კრამერმა.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი