უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 აგვისტო, 2019 19:24
font-size

„მოამბე“ ვერ ხედავს. პრეზიდენტი დუმს. პრემიერი ფაროსანას დასდევს - ნატო ჩხეიძე გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებაზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოფელ გუგუტიანთკარში ე. წ ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„სერიიდან: აბა, შეხედეთ:

დღევანდელი 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებების ინფორმაციები ურთიერთსაწინააღმდეგოა გუგუტიანთკარში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„მოამბე“ ამბობს, რომ დღეს გუგუთიანტკარში არ გამოჩენილან სამხედროები და არ განუახლებიათ ბორდერიზაციაო.

„კურიერი“ ამბობს, დღეს გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები გუგუთიანტკარში და ბუჩქებს კაფავენ, სავარაუდოთ, ბოძების ჩასარჭობათო.

„მოამბე“ ვერ ხედავს.

პრეზიდენტი დუმს.

პრემიერი ფაროსანას დასდევს.

პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინოთ იქცევა და არის ომის მომხრეო.
(ანუ სპიკერის თქმით, სამარცხვინოთ იქცევა ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც საპროტესტო განცხადებებისკენ მოუწოდებს ქვეყნის მმართველ ძალას).

გამოდის, რომ ზემოთჩამოთვლილი ვიპ ადამიანები საამაყოდ იქცევიან და მშვიდობისა და ქვეყნის სასიკეთოდ ირჯებიან...

მთავრობის დუმილი და უმოქმედობა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიბეცე მიუთითებს, რომ რაც გუგუთიანტკარში ხდება, მათი თანხმობით ხდება, ადრე შეთანხმებული ან ახლადდათანხმებული რაიმე ოფიციალური და ჯერ გასაიდუმლებული შეთანხმებით.

იმედი ვიქონიოთ, რომ ფაროსანასთან უკვე ბრძოლამოგებული პრემიერი და მისი მთავრობა ამ საშინელ ეჭვებს გაგვიფანტავს და პოლიტიკურ ფაროსანებსაც გასცემენ შესაფერის პასუხს.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ფარი არ არის ქუდი. ყველას ვთხოვ, სამედიცინო ფარები სწორად გამოიყენონ - პაატა იმნაძე

6 აპრილი, 2020 , 15:55

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სამედიცინო ფარების მოხმარების წესი განმარტა. მისი თქმით, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მის

არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით - პაატა იმნაძე

6 აპრილი, 2020 , 15:00

„საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის,“ - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოა

ეროვნული გამოცდების თარიღის ან ფორმატის ცვლილება ამ ეტაპისთვის არ განიხილება - მიხეილ ჩხენკელი

6 აპრილი, 2020 , 15:00

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდებისა და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპისთვის არ განიხილება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ - ეკატერინე ტიკარაძე

6 აპრილი, 2020 , 14:20

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა განმარ

პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება - თეა წულუკიანი

6 აპრილი, 2020 , 13:50

პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე დაიგეგმა ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრ

ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია მეორე გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი - ლევან რატიანი

5 აპრილი, 2020 , 13:04

„კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა,“ - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ლეტალური შედეგი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`