უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე 7 მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციების შედეგად, აღნიშნულ საწარმოებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 602 395 ლარი დაერიცხათ. დარიცხული გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მეწარმე სუბიექტები თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრების და ახლობლების სახელზე რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. შედეგად, შემოწმებული საწარმოების ბალანსზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება აღარ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხსენებული საწარმოების ხელმძღვანელმა პირებმა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით ჯამში 120 876 ლარის ღირებულების ქონება გადამალეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე ვადით.

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავა

19 აპრილი, 2019 , 13:12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს

19 აპრილი, 2019 , 12:51

თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის&r

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

19 აპრილი, 2019 , 10:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული დ. კ.

ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეო

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019