პოლიტიკა
მოდით არჩევნებზე, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს - ზაალ უდუმაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა დიდუბეში, წერეთლის გაზმირზე მდებარე 166–ე საჯარო სკოლაში გახსნილ მე -12 საარჩევნო უბანზე.
უდუმაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს, თქვენ ხართ ამ ქალაქის ბედის განმკარგველები. ზუსტად თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ. ნამდვილად კარგი საარჩევნო ამინდია დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე“, -თქვა უდუმაშვილმა.
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატსა და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.
ანა მებურიშვილი