უკან

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2017 16:35
font-size

მოძალადე კაცს ყოფილ მეუღლესთან 2 მეტრის რადიუსით მიახლოება აუკრძალეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ქალის ყოფილი მეუღლე მოძალადედ მიიჩნია და დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.

სასამართლომ აუკრძალა კაცს მსხვერპლთან, მათ შორის მის სამსახურთან 2 მეტრის რადიუსით მიახლოება, ასევე ყოფილ ცოლთან ნებისმიერი სახით ურთიერთობა, მაგალითად, სატელეკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.

სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს. კოლეგიამ 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება განისაზღვრა. დამცავი ორდერი ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია.

თუკი მოძალადე დამცავი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება.

2017 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით 171-მა განმცხადებელმა მომართა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16,3%-ით მეტია.

დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

25 იანვარი, 2020 , 17:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაცი

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

25 იანვარი, 2020 , 14:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ განათლების,

თურქეთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან — საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში, ელზაგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში, ქალაქ სივრის

2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

25 იანვარი, 2020 , 11:35

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენ

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

25 იანვარი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`