უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა
3 დეკემბერი, 2018 17:00
მოძრაობა „არა ნაციზმის“ ახალგაზრდულმა ფრთამ ნიკა გვარამიას ქვეყნიდან გასამგზავრებელი „ბილეთი` დაუტოვა
მოძრაობა „არა ნაციზმის“ ახალგაზრდულმა ფრთამ „რუსთავი 2“-თან აქცია გამართა. შეკრებილებმა არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქვეყნიდან გასამგზავრებელი „ბილეთი" დაუტოვეს. „ბილეთზე“ ეწერა თბილისი-მოსკოვის „რეისი“.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, ისინი გვარამიას იმიტომ უშვებენ რუსეთში, რომ “რუსთავი 2“-ის მფლობელი ლევან ნაყოფია არის რუსეთის მოქალაქე.
აქციის მონაწილეებმა გაიხსენეს ნიკა გვარამიას დაპირება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ის ქვეყანას დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ „არა ნაციზმს“ ნანა კაკაბაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „რუსთავი 2“ არხის გადამღები ჯგუფისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.