უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
პოლიტიკა
მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ ცესკო-ში განცხადება შეიტანა 30.07.2012 15:35

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის “ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. პარტიის ლიდერმა სერგო ჯავახიძემ დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად.

როგორც სერგო ჯავახიძემ ცესკო-სთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის თანახმად, შევიტანეთ ცესკო-ში განცხადება და გამარჯვების იმედით დაველოდებით არჩევნების შედეგებს“, _ აღნიშნა მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში რეგიონული მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას აჭარიდან დაიწყებს.

მისი განცხადებით, პარტიაში ბევრი ახალი და გამოცდილი კადრი ჰყავთ.