უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 17:10
font-size

მოერიდეთ გარეთ ყოფნას და იყავით სახლში - დავით სერგეენკო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოუწოდა ბორჯომის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ გარეთ ყოფნას მოერიდონ. რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხება ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებს.

„ქარი მუდმივად იცვლება, დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, ამიტომ რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვები, მოზრდილები, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადება, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მარტივი პირბადე, რადგანაც პოტენციურად ამას შესაძლოა ჰქონდეს რაიმე რისკი“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი ინფგორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო დამწვარი ტერიტორიის ზუსტი ფართობის დადგენა რთულია. სერგეენკოს ვარაუდით, დამწვარია რამდენი ათეული ჰექტარი.

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთის ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ხოლო თვითმფრინავი დღის ბოლოს შეუერთდება სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციას.

ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება

26 იანვარი, 2021 , 17:48

დღეს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხ

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება

26 იანვარი, 2021 , 17:26

27 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ონლაინ ღია კარის დღე ამჯერად ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ხონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გაიმართება. 2021

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა

26 იანვარი, 2021 , 17:18

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3011 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი

26 იანვარი, 2021 , 16:58

 “განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მფარველობს თეატრისა და კინოს საახელმწიფო უნივერსიტეტის კორუმპირებულ მაფიოზურ კლანს, ყალბი დიპლომების გაცემის ფაქტებს, უნივერსიტეტში დანერგილ ტოტალურ კორუფციასა და ნეპოტიზმ

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია

26 იანვარი, 2021 , 16:48

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია. ამის შესახებ "ფორმულას" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. დღეს, 26 იანვარს პრემიერმა გახარიამ განაცხად

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი

26 იანვარი, 2021 , 16:43

„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლ