უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2018 17:10
font-size

მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება - ნიკა მელია

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება.

შეკრებილებს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

მელია ასევე ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ.

„28 ოქტომბერს უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. იცით რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ის ღალატობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ მან აფხაზეთი განგრენად გამოაცხადა და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა არ დაუშვებს მთავარსარდლად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

რაც შეიძლება, მალე დატოვეთ ქართული ოცნების რიგები და შემოუერთდით ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თავისით დადის, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრებზე…

მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება, გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თურქეთის მხარეს, საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის

თერჯოლაში ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა

12 ნოემბერი, 2018 , 11:15

თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში მომხდარ შემთხვევას ახლაგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომ

ბაღდათში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი დილიდან განახლდა

12 ნოემბერი, 2018 , 11:00

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი დღეს დილიდან განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. იწვის შერეული ტყის ქვედა

სოფელ ქვათახევის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

12 ნოემბერი, 2018 , 11:00

კასპში, სოფელ ქვათახევის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარი მიწის ფართობი. უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ცოც

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

10 ნოემბერი, 2018 , 17:20

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. საგანგებო სიტუაციე