უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 14:04
font-size

მოგებული ბიზნესი და გაღარიბებული მოქალაქეები - აფბა პრემიერს აზარტული თამაშების რეგულირების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა მოუწოდებს ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, მთავრობის დამტკიცებისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აფბას ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ დღეს პრესკონფერეცნიაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის არასრულწლოვნებიც და ეს ბიზნესი, რეგულირების არსებული პრაქტიკით, სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

„აზარტული თამაშები ასევე ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და ჭარბვალიანობის. შესაბამისად, თუკი პრემიერი რეალურად აპირებს ამ პრობლემების აღმოფხვრას, აუცილებელია სათამაშო ბიზნესის რეგულირებაში ცალკეული საკითხების გადახედვა“,-აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალქეების ძირითადი ნაწილი სწორედ ონლაინ თამაშებშია ჩართული.

„გარდა ამისა, ონლაინ–თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით შესაძლო გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში ფიზიკური პირის რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს“,-ამბობს აფბას ვიცე-პრეზიდენტი.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, საგანგაშოა აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებლის მუდმივი ზრდა, რომელმაც 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება.

ამ ყველაფრის ფონზე კი, კაპანაძის ინფორმაციით, ბიუჯეტში მიზერული თანხა, მხოლოდ 332 მილიონია შესული ბიუჯეტში.

ამასთან, გიორგი კაპანაძის განმარტებით, ციფრები იმდენად საგანგაშოა, რომ სათამაშო ბიზნეს-ასოციაციამ საქსტატთან მემორანდუმი გააფორმა, რათა განსხვავებული მეთოდოლოგიით მოხდეს ბრუნვის მაჩვენებლების დათვლა.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, მსგავსი ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და რეალურად სათამაშო ბიზნეს-ასოციაცია ცდილობს, მიჩქმალოს ის საგაგანგაშო მდგომარეობა, რასაც აზარტული თამაშების ბიზნესი ქმნის.

„როგორც ჩანს, ასოციაცია ცდილობს, ციფრების მანიპულირებით შეცდომაში შეიყვანოს როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა. პირველ რიგში, აუცილებელია, მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობა, რათა როგორც ხელისუფლებამ, ასევე სპეციალისტებმა და მოქალაქეებმა ნათლად დაინახონ სექტორში არსებული რეალური მდგომარეობა“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, დროულად მოახდინოს სათამაშო ბიზნესის რეგულირება.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მთავრობას იმ მნიშვნელოვან პუნქტებზე მიუთითებს, რომელიც ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანი უნდა გახდეს ახალი კანონპროექტის მიღების დროს:

აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტული მექანიზმები

ვერიფიკაცია - შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, აზარტული თამაშების მსურველი საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე უნდა დარეგისტრირდეს, რითიც მაქსიმალურად შემცირდება არასრულწლოვნების ჩართულობა.

სპეციალური პროგრამის შექმნა – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანზაქციები. პროგრამა ადაპრირებული უნდა იყოს ყველა ლიცენზირებულ ვებ–გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა – საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც მოხდება მოთამაშედ რეგისტრაცია რეალურ სივრცეში (შემოსავლები სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშემ უნდა მიიღოს სპეციალური კოდი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებს აზარტულ თამაშობებში.

წაგების ლიმიტების დაწესება – მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირმა უნდა მოახდინოს საკუთარი შემოსავლების დეკლარირება. ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%-40%–ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის უნდა დაწესდეს წაგების მაქსიმალური ლიმიტი (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

მოსაკრებლების ზრდა - მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს, როგორც სათამაშო სახლების შემთხვევაში, ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესისთვისაც, ვინაიდან იგი დღესდღეობით საკმაოდ დაბალია და ბიზნესის ამ სექტორიდან ბიუჯეტი საკმაოდ მიზერულ შემოსავლებს იღებს.

კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება – უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ უნდა შეეხოს ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.

თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში – რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები. საჭიროა რეზიდენტ ფიზიკურ პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.

არარეზიდენტი ფიზიკური პირები – უცხოელ ვიზიტორებზე რეალურ სათამაშო სახლებში თამაშის შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს.

უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებ–გვერდები – ისეთი ვებ–გვერდები, რომლებსაც არ გააჩნით საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არიან აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, უნდა დაიბლოკოს.

რეკლამის შესახებ კანონი - მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საჯარო სივრცეებში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება, ამავდროულად უნდა მოხდეს სატელევიზიო რეკლამების, მათ შორის, სასპონსორო პაკეტების, ეტაპობრივი შეზღუდვა.

NS

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე სახურავიდან გადმოხტომით ან თავის დაწვით იმუქრება

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჯანო ამყოლაძე თავის მოკვლით იმუქრება. ამყოლაძე შენობის სახურავზე აძვრა და ბენზინი გადაისხა. ის ფინანსთა მინისტრთან, ივანე მ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს „ჯეოსელმა“ გაიმარჯვა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს „ჯეოს

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთ

10581 გადამხდელს 309 373 063.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-19.09.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 10581 გადამხდელს ჯამურად 309 3

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`