პოლიტიკა


მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე - გიორგი ვაშაძე
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ წამოეგონ ცრუ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ იტყვის, რომ რიგი სესხების განულების შესახებ დაპირებაში ვალების გადახდას არ გულისხმობდა და ამ დაპირებას არ შეასრულებს.
„გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და შევახსენოთ, თუ ვინ არის „ქართული ოცნება“. გვინდა შეგახსენოთ ვისთან გვაქვს საქმე.
„ქართული ოცნება“ ეს არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა თავისი დაპირებებით. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი დაპირება აქვთ გაცემული, თუმცა არა შესრულებული. მაგალითად, ისინი გვპირდებოდნენ ნულოვან კრედიტებს, გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ სიცრუეში შეიყვანონ ამომრჩეველი, ფიქრობენ, რომ ამ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების შედეგის შეცვლას.
მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამე უშველის, თქვენი ხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიცრუესა და ტყუილზე არ წამოეგებით. მათ არაერთხელ სცადეს თქვენი მოტყუება და გამოუვიდათ წინა არჩევნების პრაქტიკას თუ ავიღებთ. მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ ამ სიცრუისთვის მათ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი აგონ. წინადადება იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ ვერ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მათ უნდათ, ეს ყველაფერი განხორციელდეს არჩევნების შემდგომ. მე დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ასე შემდეგ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი სიცრუის ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30