საზოგადოება


მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უსაფრთხოების ნორმები არაა დარღვეული - გიორგი მაჭავარიანის ადვოკატი
„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის გიორგი მაჭავარიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გამოძიებას არ აქვს ძლიერი მტკიცებულებები, რათა მაჭავარიანის ბრალეულობა დაამტკიცოს.
ადვოკატის თქმით, სავაჭრო ცენტრის დირექტორი ბრალს არ აღიარებს და ადვოკატის მეშვეობით თავის ინტერესებს „სამართლიანი გზით“ დაიცავს.
„უდაოდ გამოკვეთილია ორი გარემოება - საქმეშია ექსპერტიზის დასკვნა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, მაგრამ ამ ნორმების დარღვევის ბრალდება არსებობს. გიორგი მაჭავარიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს, ის თანამშრომლობდა აქამდეც გამოძიებასთან, ჩვენ კანონიერი გზით ვაპირებთ ჩვენი ინტერესების დაცვას. დღეს საგამოძიები ორგანოს არ ჰყავს დადგენილი, თუ ვინ გაუჩინა ხანძარი განზრახ „ბავშვთა სამყაროს“ და ამ პირობებში ბრალს უყენებენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უსაფრთხოების ნორმები არაა დარღვეული. ეს ნიშნავს, რომ ბრალდება სუსტია. მაქვს იმედი, რომ ადამიანი, რომელსაც შებღალული არ აქვს არასოდეს საკუთარი წარსული, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების ფორმის - პატიმრობის გარეშე დატოვებს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორ გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო. ის გუშინ დააკავეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43