უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 თებერვალი, 2018 14:10
font-size

მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ ოპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ...ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები - გიგლა ბარამიძე

პოლიტიკური ექსპერტები უმჯობესია მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ ოპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვიან კარგად დაფიქრდნენ, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარამიძე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას და ექსპერტების მხრიდან შეფასებებს გამოეხმაურა.

,,არსებობს ლიდერთა საბჭო, სადაც 15 პარტია შედის. ლიდერთა საბჭოს მთავარი მიზანი ოპიზიციის ერთიანობაა და ეს ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზეც დავადასტურეთ. გვსურდა და ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიან კანდიდატის დასახელებაზე მოვუწოდებდით, იგივეს მოვუწოდებთ ახლაც. თუმცა, გამაღიზიანებელია ქართველი ვაი-ექსპერტების გაცხადებული მოსაზრებები, თითქოს დამოუკიდებლობას რომ ინარჩუნებენ და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს თვალებში შესციცინებენ. ამ ექსპერტებს თუ მოუსმენთ, ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ და მათ ნულოვან პარტიებად მოიხსენიებენ. ნულოვანი პარტიები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ან ყიდულობს ამომრჩეველს ან ატყუებს, ან აშინებს, რომ სოციალურს მოუხსნის და დანარჩენ შედეგებს აყალბებს. ეს ძალიან კარგად იციან ამ ვაი ექსპერტებმა. ვინ დაარქვა მათ საერთოდ ექსპერტები, ან როდის დაირქვეს რომ ექსპერტები არიან? გადაავლონ თვალი ვინ არიან პოლიტსაბჭის ლიდერები, ეს ის ხალხია, რომლებიც თავიდანვე ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში და იბრძოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ვითომ ექსპერტებს ჭიანჭველის ოდენა წონა არ ჰქონდათ საზოგადოებაში. საერთოდ მათი არსებობის შესახებ ორმა კაცმაც რომ არ იცოდა. ამიტომ, მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ იპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ, ვისზე ლაპარაკობენ ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები". - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ცირა გურგენიძე

ვინც ფიქრობს ანა დოლიძის დაშინებას, ელემენტარულად არ იცის, რომ ის ქუჩაში უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს - გიორგი მარგველაშვილი

20 თებერვალი, 2018 , 15:40

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც პრეზიდენტმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, ანა დოლიძეს მისი დაცვა არ სჭირდება. ,,იუსტიციის სა

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისათვის, სავარაუდოდ, ორი კომპანია შეირჩევა - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი

20 თებერვალი, 2018 , 15:40

გუდიაშვილის მოედანზე პირველი რიგის სამუშაოები 15-მდე მისამართს შეეხება, გარდა ამისა, სარეაბილიტაციო არეალში მომიჯნავე შენობებზე დიდი ალბათობით, ჩარევა აუცილებელი გახდება, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის განვითარების ფო

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით - კახა კალაძე

20 თებერვალი, 2018 , 13:55

ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას ვირუსით მცირეწლოვნის გარდაცვალ

თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2018 , 14:10

თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნულით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე იმ შემთხვევაში, თუკ

ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს არჩევანს „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის - გიგა ბოკერია

17 თებერვალი, 2018 , 11:45

იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და არჩევანს თავად გააკეთებს, თუ რომელ მხარეს აღმოჩნდება „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ღირებულებათა კონფლიქტში, –

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წელს 37 მილიონს ხარჯავდა და არა 50 მილიონს

16 თებერვალი, 2018 , 16:55

პირველი არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 39 მილიონს ხარჯავდა და მითიურია, რომ მას ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი აქვს. როგორც 1tv.ge წერს, ეს განცხადება მაღლაფერ