უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ნოემბერი, 2016 15:30
font-size

მოლდოვაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მოლდოვაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტური რესპუბლიკაში 30 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით კი, გამარჯვებულად ის კანდიდატი სახელდება, რომელმაც 50% + 1 ხმა მოიპოვა.

მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კი 30 ოქტომბერს ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა იგორ დოდონმა 47,98% და მაია სანდუმ 38,71% მიიღო.

შესაბამისად, ხვალინდელ არჩევნების მეორე ტურში სწორედ ეს კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მოლდოვაში 2000 წლიდან პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა, თუმცა მიმდინარე წლის მარტში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევდა.

უცხოური მედია აღნიშნავდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით მოლდოვას ხელისუფლებამ იმ საპროტესტო აქციებს უპასუხა, რომელიც ქვეყანაში 2015 წლის ბოლოდან, 2016 წლის დასაწყისში იმართებოდა.

მაშინ, სწორედ იგორ დოდონი, ამ საპროტესტო აქციების ლიდერი იყო.

მედია ასევე აღნიშნავდა, რომ რესპულიკაში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ დოდონის დაპირება, რომ იგი რუსეთთან ეკონომიკურ კავშირს სრული მოცულობით აღადგენს, რეფერენდუმის ჩატარების გზით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს და ქვეყანას მართლმადიდებლობაზე დაყრდნობით განავითარებს - სიმპათია მოლდოველების 30%-ში მოიპოვა.

მოლდოვის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი მაია სანდუ კი პირიქით, რესპუბლიკის მომავალს ევროკავშირთან დაახლოებაში ხედავს.

მონიკა დავლიანიძე

კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტ ადამიანზე კი პოლიციას ინფორმაცია არ აქვს

12 ნოემბერი, 2018 , 11:15

აშშ-ში, კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე  გაიზარდა. შტატში არსებული ხანძრის სამი ძლიერი კერის გამო, საცხოვრებლის დატოვება 250 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. ამ დროისთვის პოლი

მელბურნში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარმა ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

10 ნოემბერი, 2018 , 12:25

ავტსრალიის ქალაქ მელბურნში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2  კი დაშავდა.  თავდასხმამდე მამაკაცმა საკუთარ მანქანას ცეცხლი წაუკიდა. თავდასხმელ

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო

10 ნოემბერი, 2018 , 11:30

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება. ტრამპმა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

8 ნოემბერი, 2018 , 13:15

ირლანდიის სენატმა ერთხმად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია - "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support f

უკრაინის გენერალური პროკურორი იოური ლუცენკო გადადგა

6 ნოემბერი, 2018 , 17:20

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას თქვა.   ცნობისთვის, ის საკანონმდებლო ორგანოში გამოიძახეს  აქტივისტისა და ხერ

ფრანგულმა პოლიციამ 6 პირი დააკავა, რომელიც ემანუელ მაკრონზე თავდასხმას გეგმავდა

6 ნოემბერი, 2018 , 17:20

ფრანგულმა პოლიციამ დააკავა 6 ადამიანი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ტელეარხი BFM TV იუწყება. დაკავებები მიმდინარეობდა დღეს დილას იზერის, ილ-და-ვილენისა და მოზელის დე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`