უკან

მსოფლიო

13 თებერვალი, 2018 15:00
font-size

მოლდოვაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ძალაში შევიდა

მოლდოვაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ადგილობრივ ტელეკომპანიებს უკრძალავს რუსული ახალი ამბებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების ჩვენებას.

კანონის თანახმად, მოლდოვის ტერიტორიაზე შეიზღუდება საინფორმაციო-ანალიტიკური, პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლირება და რეტრანსლირება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია, ასეთი კი რუსეთია.

რუსული საინფორმაციო საშუალებების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიან კარდუმ მოაწერა.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელეკომპანია კანონს დაარღვევს, თავდაპირველად ფინანსური ჯარიმა 2300-დან 4000 დოლარამდე ოდენობით დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 4000-დან 5800 დოლარამდე იმერყევებს, მესამე ჯერზე კანონდარღვევა კი, ლიცენზიის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პროვოკაცია უკრაინის ეკლესიის გამართიანებელ კრებაზე: უკრაინელმა სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

კიევის ცენტრში სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქ კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრეი კრიშჩენკომ  განაცხადა, როცა ის საუბრობდა  კიევში  უსაფრთხ

დღეს კიევში გამაერთიანებლ კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს აირჩევენ

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

დღეს, კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც უკრაინული სამღვდელოება უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს აირჩევს. აღნიშნული კრების მიზანია მს

ავსტრალია აპირებს, დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

15 დეკემბერი, 2018 , 11:40

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის მთავრობა აპირებს, აღიაროს დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თუმცა მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის საელჩო ისრაელში არ გადავა ტელ ავივიდან იერუსალ

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია

14 დეკემბერი, 2018 , 11:45

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა  სტრასბურგის ნ

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`