უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 მაისი, 2018 14:30
font-size

მოლდოვასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია, რომელსაც საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ანდრეი გალბურმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 55 ქვეყანასთან (დეტალების იხილეთ www.mof.ge).

საკვანძო სიტყვები:

ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 12:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი

ვენა - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

20 თებერვალი, 2019 , 12:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს. რეიტინგის მოთხ

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გა

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნ

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 , 14:10

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა. თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეად

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მამუკა ბახტაძე

19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ