უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

მოლოდინი, რომ ამ საქმეს პროკურატურა ან უსაფრთხოების სამსახური მიიყვანს ბოლომდე, ალბათ, ყველაზე ნაკლები გვაქვს - სულხან სალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეს. მან ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურატურა ან სუს-ი ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ.

„ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ჩანაწერი ვნახეთ და ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები ავთენტურობის თაობაზე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია. ვნახეთ ასევე, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ის ღიად საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე. ბევრი ინფორმაცია, რაც გაჟღერდა, გამოძიებასა და შესწავლას საჭიროებს. აუცილებელია არაერთი პირის გამოკითხვა და საქმის ისე წაყვანა, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები. თუმცა, გუშინ რა განცხადებებიც მმართველი პარტიის ბრიფინგზე ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, მოლოდინი, რომ ამ საქმეს პროკურატურა ან უსაფრთხოების სამსახური მიიყვანს ბოლომდე, ალბათ, ყველაზე ნაკლები გვაქვს.

წინა კვირაში პროკურატურა საუბრობდა, რომ დანიშნული იყო ექსპერტიზები და პროცესი მიმდინარეობდა, გუშინ ჩვენ პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოვისმინეთ პრაქტიკულად, რომ არაფერ მსგავსს ადგილი არ ჰქონია. ეს თავისთავად არის შეტყობინება გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის, რომ თუკი ვინმე გამოძიებას იფიქრებს რეალურად, მოლოდინი ალბათ, არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეთ. ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ამ ქვეყნისთვის, ვინაიდან, გამოძიება არ უნდა ექვემდებარებოდეს რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის ლიდერის განცხადებებს, არამედ გამოძიება მხოლოდ კანონის მოთხოვნებს უნდა ექვემდებარებოდეს“, - განახადა სალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ისევე თანასწორები კანონის წინაშე და ისეთივე ვალდებულებები არ გააჩნიათ, როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებს“.

სალაძემ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეს ძალიან ცალსახად შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, ფარცხალაძის გვარი პირველად და მხოლოდ ამ საქმეში არ გაგვიგია. ეს გვარი ფიგურირებს და მონაწილეობდა ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმეში, მერაბიშვილის საქმის ნაწილში. არცერთ ამ საქმეზე არ დამდგარა არათუ პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ გამოძიებაც კი არ მისულა ბოლომდე", - განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენეს, სალაძემ განაცხადა, რომ ადამიანებზე ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

„მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ფაქტის არსებობას, მაგრამ თავად განცხადება, რომ ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონოდა ადგილი, შემაშფოთებელია. უფრო მეტიც, საჭიროებს აუცილებლად გამოძიებას. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად წინა ხელისუფლების პერიოდში რა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში ხელისუფლების შეცვლის საჭიროება დადგა და რის გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე გააკეთეს ის არჩევანი, რაც გააკეთეს. ამიტომ რაიმე ფორმით ადამიანებზე ძალადობა, სარდაფებსა თუ სხვადასხვა ტიპის ჩაკეტილ სივრცეებში ჩაყვანა და ადამიანის უფლებების დარღვევა, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა სალაძემ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი