უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ნოემბერი, 2016 15:30
font-size

მომავალ კვირას უმაღლესი რადა ევროსაბჭოს სავიზო ლიბერალიზაციის პირობების შესრულებას მოსთხოვს - ირინა გერაშჩენკო

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა გერაშჩენკოს განცხადებით, მომავალ კვირას რადა ევროსაბჭოსადმი მიმართვას დაამტკი ცებს, სადაც სავიზო ლიბერალიზაციის პირობების შესრულებას მოითხოვს.

ამის შესახებ გერაშჩენკომ უკრაინის 5 канал-ს განუცხადა.

„უკრაინა მუდმივად მოუწოდებს ევროკავშირს, იყოს პასუხისმგებელი პარტნიორი. ჩვენ, ჩვენი მხრივ ამას ვაკეთებთ. სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ბუდაპეშტის მემორანდუმის შესაბამისად, ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ. ამიტომ, მივესალმებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრ განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირისგან პასუხისმგებელ პოზიციასა და პოლიტიკოს ველოდებით“,-განაცხადა გერაშჩენკომ.

მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ნოემბერში უვიზო რეჟიმის შემოღება გადაიდოს.

„ პარტნიორებისგან, სიმართლე გითხრათ, ხშირად ორმაგ სტანდარტებს ვაწყდებით. ამიტომ, უკრაინულ მხარეს აქვს უფლება ევროპელ კოლეგებსაც მიმართოს, რომ მათგანაც ველოდებით მხარდაჭერას. ჩვენი ბიჭების სიცოცხლის ფასად ვიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს. ამიტომ, თქვენგან ველოდებით თქვენი წილი შეთანხმების შესრულებას“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მანვე აღნიშნა, რომ „მომავალ კვირას უკრაინის პარლამენტი ევროსაბჭოსადმი განცხადება-მიმართვას დაამტკიცებს, რომელშიც მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სავიზო ლიბერალიზაცია მოახდინოს“.

მონიკა დავლიანიძე

აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს - ეუთოში აშშ-ს ელჩი

6 სექტემბერი, 2019 , 15:40

ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დასახელდეს

4 სექტემბერი, 2019 , 11:10

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს. ვებგვერდ publicpool.kinja.com ინფორმაციით, ამის შე

ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

31 აგვისტო, 2019 , 10:30

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, პოლონეთის წარმომადგენლობის შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუ

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება - აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორას აფრთხილებს

30 აგვისტო, 2019 , 10:35

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. „დიასპო

პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა -ამერიკელი სენატორები

29 აგვისტო, 2019 , 16:08

ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრა

ვარშავაში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია ქართველ მეცნიერს მიენიჭა

26 აგვისტო, 2019 , 13:00

ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს