უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2019 15:40
font-size

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონალურ მხარდაჭერას. სოციალური ხარჯების წილი (ხარჯები განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე) მთლიან საბიუჯეტო ასიგნებებში აღწევს 47.5%-ს. მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობამ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად შეცვალა ბიუჯეტის კონსტრუქცია, გაითვალისწინა ბიუჯეტის შუალედური ვერსიის განხილვისას პარლამენტში გამოთქმული გარკვეული რეკომენდაციები.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221.0 მლნ ლარით მეტია და თითქმის 14 მილიარდ ნახევარია (14 მილიარდ 432მილიონ 866 ათას ლარს შეადგენს). გაზრდილია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით და 14მილიარდ 554 მილიონ 200 ათას ლარია. ძალაში რჩება მომავალი წლიდან ხელფასების და პენსიების ზრდა.

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია გააცნო. სესიას 30-მდე დეპუტატი ესწრებოდა.

ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

20 იანვარი, 2020 , 17:05

#ქართულიწყალბურთისN1ქომაგი ვითიბი ბანკი, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს  ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას!  ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წაყლბურთელთა ნ

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

20 იანვარი, 2020 , 16:15

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მი

ჩინეთიდან ე.წ კორონა ვირუსების ჩვენთან შემოტანის რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე

20 იანვარი, 2020 , 16:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერე

არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე - ამერიკული ფარმაცევტული კომპანია

20 იანვარი, 2020 , 13:10

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამ

დიონისეს შუბლი, იესოს ღიმილი - როსტომ ჩხეიძის მინიატურების ციკლიდან „მთვარის ნაპერწკლები“

20 იანვარი, 2020 , 10:50

ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა? რა ჰგონებოდა – მგონი... მგონი ეჭვიც არ ეპარებოდა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, დერეფანში იქნებოდა, კიბესა თუ დარბაზში, მისალმებით ყველას ესა

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

20 იანვარი, 2020 , 10:36

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 20 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`