უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
27 ოქტომბერი, 2017 17:50
მომავალ წლამდე თბილის 3 განახლებული მეტროსადგური ექნება
წლის ბოლომდე ან მომავლი წლის დასაწყისშივე თბილისის მეტროპოლიტენს, სამი განახლებული მეტროსადგური ექნება.
როგორც მედიანიუსს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ლელა სეთურიძემ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს გურამიშბილის, სამგორის და ავლაბრის მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც რამდენიმე თევში მოხდება.
,,სარემონტო სამუშაოები დაწყებულია გურამიშვილზე, სამგორზე. ასევე დასრულდა ავლაბრის გამაგრებითი სამუშაოები და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები უკვე რეკონსტრუქციის. გურამიშვილს შედარებით უფრო კაპიტალური რემონტიც უტარდება, რომლის წლის ბოლომდე თუ არა, მომავალი წლის დასაწყისამდე სამივე სადგური მზად იქნება“, - განაცხადა ლელა სეთურიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი