უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2019 14:55
font-size

მომავალი კვირიდან მთელი საქართველო „დაბოქლომდება“ - გიორგი ვაშაძე

მშვიდობიანი პროტესტის ველზე უსუსტესია ივანიშვილიც, გახარიაც და კალაძეც, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან მთელი საქართველო „დაბოქლომდება“.

„სხვა გამარჯვებებთან ერთად ყველაზე დიდი გამარჯვება - ნერვებია. ჩვენ მშვიდად ვართ, ისინი ნერვიულობენ. ჩვენ სტრატეგია გვაქვს, მათ არ აქვთ. ჩვენ თამაში შევცვალეთ. პირველად ხდება საქართველოში არაძალადობრივი განგრძობადი აქციები. ასეთი რამ არ ახსოვს საქართველოს. ლიდერების დრო დამთავრდა, ხალხის დრო დაიწყო. ინტერნეტის ეპოქაში ვართ და ეს განგრძობადი პროტესტი აუცილებლად ჩამოშლის საბოლოოდ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ამ ველზე მშვიდობიანი პროტესტის ველზე უსუსტესია ივანიშვილიც, გახარიაც და კალაძეც. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიკეთე და სიმართლე ჩვენ მხარესაა. ხელისუფლება, რომელიც თავისი ძალის დემონსტრირებას საკუთარ ხალხზე აკეთებს, ის ხელისუფლება დამარცხებულია.

გეგმა იცით, როგორი გაწერილი გვაქვს?! სტარტეგია გვაქვს შემუშავებული. გუშინ ქუთაისში ისეთი აქცია ჩაატარეს ახალგაზრდებმა, ამისთანაზე ვერც ვიოცნებებდით - სიტყვა „ოცნებაც“ კი შეგვაძულეს. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტი, ყველა რაიონს, ყველა უბანს მოედება, „დაბოქლომდება“ მთელი საქართველო. მერე რომ მივლენ და გადაჭრა დასჭირდებათ, სირცხილი არ იქნება?! სამშაბათს რომ სესიას ვერ ჩაატარებენ სპეცრაზმის გარეშე, სირცხვილი არ იქნება?! მსოფლიო მედია და დასავლური სამყარო რომ იტყვის, ვინ არის ეს უბედური ადამიანი, მშვიდობიან პროტესტს ასე რომ უპირისპირდებაო, არ იქნება სირცხვილი?! არ ჩამოშლის ეს ივანიშვილს?! - რა თქმა უნდა, ჩამოშლის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის კომენტარს “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა

7 დეკემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია. მინისტრები ად

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

6 დეკემბერი, 2019 , 17:20

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკო

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი

6 დეკემბერი, 2019 , 14:06

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გარკვეულ ექსცესებამდე, თუმცა, დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`