უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 აგვისტო, 2018 09:00
font-size

მომავალი კვირიდან პურზე ფასის მატებას ელოდებიან

1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია, მაშინ, როცა სამი თვის წინ ის 37 ლარი ღირდა.

მსოფლიო ბაზრის ტენდენციის მიუხედავად, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა მიმართული, საქართველოში ფქვილი ძვირდება.

როგორც გაზეთი ,,რეზონანსი“ პურპროდუქტების მწარმოებლებზე დაყრდნობით წერს, მომავალი კვირიდან ერთი ტომარა ფქვილის ფასი 46 ლარამდე გაიზრდება, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევს.

რა მიზეზებმა განაპირობა ფქვილის გაძვირება, ამაზე პასუხი კომპანია ,,იფქლში“ არ აქვთ. საწარმოს ხელმძღვანელი ბაქარ ბაკურაძე ამბობს, რომ ფქვილის გაძვირების გამო პურის ფასი უკვე კრიტიკულ ზღვარზეა.

თავის მხრივ, მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ ფასის კიდევ მეტად გაზრდის რეალური მოლოდინი არსებობს. მას აქვს ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას ერთი ტომარა ფქვილის ფასი 46 ლარს მიაღწევს, რაც პურის აუცილებელ გაძვირებას გამოიწვევს.

,,პროცესი აშკარად მართულია, მაგრამ ვის მიერ და ვის შეიძლება სჭირდებოდეს, ამოუხსნელი ფენომენია. გაუგებარია ისიც, რატომაა ჟინვალთან ტრაილერების კოლონა ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად შეფერხებული და რატომ გადის ხორბალი საქართველოდან სომხეთში მაშინ, როცა ჩვენ თვითონ იმპორტდამოკიდებული ვართ“, - აცხადებს დოლიძე.

როგორც ,,რეზონანსი“ წერს, ინკოგნიტოდ დარჩენილი წყარო გამოცემასთან პირად საუბარში ამბობს, რომ ფასის ზრდა ბიზნესმენ პოლიტიკოსების სახელს უკავშირდება და მათ ინტერესშია ხელოვნურად აწეული ფასები.

,,ჩადით და ნახეთ, რა ხდება და რას საუბრობენ იმ ტრაილერების მძღოლები, რომლებიც ვითომ ფიტოსანიტარული შემოწმების მიზეზით უკვე რამდენი ხანია, ჟინვალთან დგანან. ხმამაღალი საუბრის ყველას ეშინია, ბიზნესმენებსაც და რიგით თანამშრომლებსაც. საბუთები ჩვენ არ გვაქვს, რომ დავუმტკიცოთ, ძალაუფლება კიდევ იმათ ხელშია, თორემ ყველამ ყველაფერი იცის.

ყველამ იცის, ვინც არის ამ ბიზნესში ხელისუფლების ,,დაკრიშული“ - ჩანქსელიანი, ოსიპოვი... ალბათ, სხვებიც, ვინც არ ვიცით და არ ჩანან, მაგრამ ყველამ ხომ იცის რომ ამ საქმესა და ფასის ზრდაში მათი ინტერესი იკვეთება? სანამ ყველა ჩუმადაა, იქამდე ბიზნესი წნეხშია, მოსახლეობას კი დღე-დღეზე პური გაუძვირდება“, - აცხადებს პურპროდუქტების ერთ-ერთი მწარმოებელი.

როგორც ,,რეზონანსი“ წერს, მეწარმის მიერ ხსენებულ პირთაგან ერთ-ერთი პარლამენტში ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი , გოდერძი ჩანქსელიანია. ის შპს ,,ბევრილი“ ჯგუფის 70%-ის მფლობელია. ბიზნესი საოჯახოა და წილის დანარჩენი ნერო ჩანქსელიანს ეკუთვნის, საწარმოო კაპიტალი კი, 5 267 835 ლარია.

მეორე ამ სფეროში კოკი ოსიპოვია. ის ,,აგრიკომის“ დამფუძნებელი, მფლობელი და წინა ხელისუფლების პირობებში ფქვილის ერთადერთი მსხვილი იმპორტიორი გახლდათ.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი