უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ნოემბერი, 2019 14:10
font-size

მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა, სისტემა კი იგივე დარჩება - ანა ნაცვლიშვილი

წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან. მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება - ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით სავსე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ განათლების სისტემა ქმნის ან ვერ ქმნის იმ სივრცეს, საიდანაც ხვალინდელი საქართველოს შემოქმედები გამოდიან.

„ოდნავ თუ დავფიქრდებით, ამაზე უფრო სტრატეგიული მაღალი პოსტი ცოტა არსებობს ხელისუფლებაში: განათლების სისტემა ქმნის ან ვერ ქმნის იმ სივრცეს, საიდანაც ხვალინდელი საქართველოს შემოქმედები გამოდიან. განათლების სისტემა განსაზღვრავს, როგორები იქნებიან ხვალინდელი მოქალაქეები და ხელისუფალნი: ან თავისუფლები, განათლებულები, კრიტიკული აზროვნების უნარებით აღჭურვილები, კაცთმოყვარე და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, თუ უცოდინრები, ჩაგვრის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გამოვლილები და შესაბამისად - გაბოროტებულები ან მორალურად გატეხილები, მერიტოკრატიის მოძულენი, პროტექციების მაძებარნი, და ა.შ. და ა.შ. ზოგი კი ამ სისტემას ფიზიკურადაც შეეწირება!

როცა წარსულის და წასვლის მიზეზების შეფასება არ ხდება, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე - არჩილ თალაკვაძე

12 დეკემბერი, 2019 , 15:25

"რაც მოხდა დღეს სხდომათა დარბაზში, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ვნახეთ ივნისში და რასაც

არ დავაბრალებ ამ `სიბანძეზე` მეტს, ზედმეტი მოუვიდათ, ტერაქტად ვერ შევაფასებ - მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი, 2019 , 14:30

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე:  "სექსისტური განცხადება ყოფილა, კაცები არ ჰყავთ და ქალები გამოუშვესო, რომ ვთქვი - როდის იყო მე სექსისტურ განცხადებას ვაკეთებდი?   მე რაც დავინახე და მთელმა პარლამენტმა, ვი

არ ვიღებ პასუხიმსგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე - ირმა ნადირაშვილი

12 დეკემბერი, 2019 , 14:25

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი: "გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომლებიც მოვისმინე ჩემი კოლეგებისგან, ასე უაპელაციოდ გაიშვირეს ჩემსკენ ხელი. არ ვიღებ პასუხიმსგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნ

ნაძირალა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაგვიტარა ფარსი - ცოტნე გამსახურდია

12 დეკემბერი, 2019 , 12:50

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრას სოციალური ქსელში ეხმაურება. “პარლამენტმა ყოველგვარი განხილვის, მსჯელის გარეშე,

პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს - ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი, 2019 , 11:20

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "გარკვეული პირები დაკავებული არიან პოლიციის წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ზუსტ ცი

ჯარზე საუბრისას პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება - კახა კალაძე

11 დეკემბერი, 2019 , 16:20

დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ჯართან დაკავშირებით საუბრობს. „პრეზიდენტს უფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`