უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 სექტემბერი, 2017 10:15
font-size

მომავალი მმართველი გუნდი ამ კონსტიტუციას ძირფესვიანად შეცვლის! - ნატო ჩხეიძე

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე იმის გასარკვევად, თუ რატომ დაფიქსირდა მისი ხმა კონსტიტუციის ცვლილებების მომხრეთა სიაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართვს.

ამ კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ გამოვდიოდი და მხარს რატომ დავუჭერდი?! ეს, როგორც ჩანს, ტექნიკური შეცდომაა, რაც იშვიათი არ არის. ამიტომ, ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მივმართავ და ამ ხარვეზის გამოსწორებას ვთხოვ,“ - აცხადებს მედიასთან საუბრისას დეპუტატი.

ამასთან, როგორც ნატო ჩხეიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, მართალია, საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, მაგრამ მისი და მისი ოპოზიციონერ კოლეგების მოსზრებები არ იქნა გათვალისწინებული. ამდენად, მადლობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს კონსტიტუციის მიღების შემდეგ გადაუხადა, მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებს ეკუთვნის.

ეს მადლობა დამსხურებულად მიიღეთ კიდეც არანაირად შეგეცილებით,“ - აღნიშნა ჩხეიძემ.

მოგვიანებით, დეპუტატმა სოციალურ ქსელში იმის შესახებ დაწერა, რისი თქმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვის გამოსვლისას, სამ წუთში ვერ მოასწრო:

თითქმის ერთი საუკუნის წინათ, როდესაც საქართველომ სამ წელიწადში დაკარგა სასელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ეროვნულმა მოღვაწე ქრისტეფორე რაჭველიშვილმა ასე განსაზღვრა ამ ტრაგიკული მარცხის უმთავრესი მიზეზი, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატრიას პარტია ამჯობინაო.


მოგეხსენებათ, „პატრიალათინურად სამშობლოს ნიშნავს.

ასე სხარტად გამოიხატა ის საწუხარი, რასაც ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსები დაბეჯითებით იმეორებდნენ დამოუკიდებლობის წლებში და მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდანაც, ჩამოვთვალოთ და გავიხსენოთ ეს დიდი სახელები: ექვთიმე თაყაიშვილი, რევაზ გაბაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და სხვაც არაერთი - იმეორებდნენ, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების დროს ეფიქრა და ეაზროვნა სახელმწიფოებრივად და არა - პარტიულად, თორემ მოსალოდნელი იყო სავალალო, გამოუსწორებელი შედეგები, რაც კიდევ ახდა მაშინ.

ამიტომაც მისტიროდნენ ილია ჭავჭავაძეს, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, რომლის გაპრეზიდენტებაც სულ სხვაგვარად წაიყვანდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს და აუცილებლად გამოგვიყვანდა ყოველგვარი კრიზისიდან - პოლიტიკური იქნებოდა, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული.

როცა დღეს წამდაუწუმ ვიმეორებთ ილიას სახელს და ოფიციალურ დაწესებულებებში ყველგან გამოკიდებულია მისი პორტრეტი და ფულის ნიშანზეც მისი სურათია აღბეჭდილი, მოვალენი ვართ, მის კვალს მივყვებოდეთ და გადაწყვეტილებას ვღებულობდეთ სახელმწიფოებრივი და არა - პარტიული თვალთახედვით და ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველი საშინაო თუ საგარეო მოქმედების უმთავრესი, ფუნდამენტური პრინციპი.

ახლა კი რა ხდება იმ 26 წელიწადში, რაცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლბა კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ? და რაც ხდება, ეს აისახება თუნდ კონსტიტუციის მიღების გამო განვითარებულ პერიპეტიებში.

ფაქტობრივად, ყველა ახლადმოსული ხელისუფლება თავიდან იწყებს კონსტიტუციის გადასინჯვას და ეს პროცესი მთავრდება იმით, რომ მის ნორმებს არგებს თავის პარტიულ ინტერესებს, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება მის სახელწოდებას: საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუცია, თორემ ეს ნორმები რომ პარტიული დებულებების ნაკრები იყოს, მაშინ არც არაფერი გვექნებოდა სადავო.

ახლა კი სადავოა მთელი რიგი მუხლები და მათ შორის რამდენიმე მაინც განსკუთრებულად.

განსაკითრებული და დამაფიქრებელი კი მმართველი გუნდისათვის ის მუხლები უნდა იყოს, რაზეც სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ინტერესების ოპოზიურ პარტიებს აქვთ საერთო პროტესტი:

იქნება ეს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესი თუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება თუ საარჩევნო კოდექსის მრავალჯერ აღნიშნული და სრულიად მიუღებელი მუხლები.

ჩვენი ფრაქციის მხრიდან კი დავამატებდით მიწის კანონსაც, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოებრივ აუცილებლობად გვესახება.

თუ ჩვენ გვყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მმართველი გუნდი, გუნდი და არა - რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც სამწუხაროდ უმცირესობაში არიან გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ ეს გუნდი კიდეც გაითვალისწინებს და უნდა გაითვალისწინოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების , სამართლიანი მოთხოვნები, და თუ დღეს ასე არ მოხდება და კონსტიტუციას მიიღებენ იმ სახით, როგორც თვითონ ურჩევნიათ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, - და აშკარაა, რომ ეს ასეც მოხდება, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მმართველი გუნდი, რომლის მოსვლამაც, ისე მიდის სქმე, რომ ადვილი შესაძლებელია, შორს სულაც არ გადაიწიოს, დიახ, მომავალი მმართველი გუნდი ძირფესვიანად შეცვლის ამ კონსტიტუციას.

ყველასთვის ალბათ, უკვე ნათელია, რომ ჩვენი ფრაქცია - ” საქართველოს პატრიოტებიმონაწილეობას არ მიიღებს წარმოდგენილი პარტიული კონსტიტუციის კენჭისყრაში და დაელოდება იმ მმართველ ძალას , რომლისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება პატრია, ვიდრე პარტია.

და ასეთი მმართველი ძალა პოლიტიკურადაც წინ წასწევს ქვეყანას, სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემებსაც მოაწესრიგებს და თავის კულტურასაც შესაფერისად წარმოაჩენს მსოფლიო ასპარეზზე.

დიახ, ყველაფერს ამას მომავალი მმართველი გუნდი გააკეთებს და რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს ჯერ კიდევ საოცნებოა.“ - წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

ახალი სტრატეგია - „ქართულ ოცნების“ განმარტება ახალ ბილბორდებზე

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

„ქართულ ოცნებაში“ წინასაარჩევნო ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მაგივრად მმართველი გუნდის ლიდერების სურათების განთავსებას, არჩევნების მეორე ტურში, „ქართულ ოცნების“ ახალი სტრატეგიით ხსნიან. „

გრიგოლ ვაშაძე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს

15 ნოემბერი, 2018 , 17:15

საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებ

ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის, ან განვითარება - ნიკა მელია ბილბორდებზე

15 ნოემბერი, 2018 , 17:15

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, წინასაარჩევნო ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მაგივრად ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოჩენა რეიტინგის აწევას ემსახურება. მ

ტყიბულის შახტის დირექტორი ახორციელებს ზეწოლას მეშახტეებზე, რათა მათ სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა - მიხეილ სააკაშვილი

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულ მეშახტეებს მიმართა და განაცხადა, რომ  შახტის მფლობელები მეშახტეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდ

იყო ერთი შეტყობინება, რომ „სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“ - ზაზა სარალიძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ფეისბუკზე მუქარებმა ბოლო დროს მასიური ხასიათი მიიღო. ამის შესახებ სარალიძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. სარალიძის თქმით, გამოძიებამ უნ

მეტად როგორღა უნდა დაამცირო პრეზიდენტობის კანდიდატი... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უთხრა, რომ `ჩემს გარეშე არარაობა ხარ` - გიორგი მშვენიერაძე

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

საპრეზიდენტო არჩევნების ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის მაგივრად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოჩენას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`