უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 სექტემბერი, 2017 11:45
font-size

მომავალი წლიდან სავარაუდოდ, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან სავარაუდოდ, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იწყება მშენებლობა ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა.

“მინდა შევეხო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის საკითხს, ჩვენ კარგი ტემპით მივიწევთ წინ. იწყება მშენებლობა ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთზე, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგ იწყება რიკოთის მონაკვეთი. კონკრეტულად ამ მონაკვეთის ღირებულება არის 500 მლნ ლარამდე და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალიწინებს.

რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება, დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი და ეს იქნება 55 კილომეტრამდე, 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის.

მე ძალიან მიხარია, რომ კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან. მინდა მოსახლეობას სივრცითი განვითარების აღსრულების შესახებ რეგულარულად ვაცნობოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი