უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2021 17:47
font-size

კობახიძის განცხადება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პირდაპირი მუქარა მოშიმშილე ოპოზიციური ლიდერის მიმართ - პარტია `დროა`

პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე პარტია "დროას" დამფუძნებელმა, ბათუ ქუთელიამ მედიას და საზოგადოებას პარტიის განცხადება გააცნო.

„„ქართული ოცნების” თავმჯომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, ელენე ხოშტარიას თითქოსდა მოწამვლის მცდელობის შესახებ, არის სრული აბსურდი და სამარცხვინო სიცრუე. თუმცა, მისი ეს ნაბიჯი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პირდაპირი მუქარა მოშიმშილე ოპოზიციური ლიდერის მიმართ, რომელიც ემსახურება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას და ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში დაპირისპირების გამოწვევას.

პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ ასეთ სცენარებსა და ბრძოლის მეთოდებს პუტინი და მასთან დაკავშირებული ავტორიტარული მმართველები იყენებენ. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ შეძლებს, ხელი ააღებინოს პოლიტიკურ ოპოზიციას მშვიდობიან, ერთიან და პრინციპულ ბრძოლაზე, რომელიც აუცილებლად დასრულდება სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბრუნებით.

მსგავსი უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებისა თუ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებას უნდა აკეთებდნენ შესაბამისი სტრუქტურები. თუმცა, ვინაიდან, კობახიძე ტყუის, ამგვარი მტკიცებულებების წარმოდგენას ვერც ის და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერ შეძლებენ.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე პასუხისმგებელია პირადად კობახიძე და “ქართული ოცნება”. “დროას” ლიდერის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები აღმოიფხვრება იმავე წუთიდან, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გარანტირებულად იქნება დაცული,"_ ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი