უკან

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2019 12:27
font-size

„მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“ - ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყვანი ფორუმია, სადაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები უსაფრთხოების გლობალურ საკითხებს განიხილავენ და საერთო გამოწვევების შესახებ საუბრობენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე – „მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე ისაუბრა.

„რიგაში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იმართება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი ევროპაში და ყველაზე დიდი ბალტიისპირეთში, სადაც 700-მდე მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან იყრის თავს. დღეს ამ ღონისძიებაზე გამოსვლები ჰქონდათ შვედეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ევროპაში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე ერთმანეთისთვის ხედვა გაგვეზიარებინა. მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს პრობლემატიკაზე მესაუბრა და ჩვენს გამოწვევებზე, რომელიც ამავდროულად არის ევროპის უსაფრთხოების გამოწვევაც. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსათვის, რომელიც ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა მისი ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ყველაზე დიდი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი. შეუძლებელია ამ პირობებში მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ის რაც საქართველოში ხდებოდა 2008 წელს კიდევ უფრო 90-იან წლებში, რაც დღესაც გრძელდება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და ქართული საზოგადოების პრობლემა, ეს ნამდვილად არის რეგიონული და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების პრობლემა“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფორმატებში ამის ძალიან მკაფიო განმარტება.

„ვფიქრობ, ბალტიისპირეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საერთო პრობლემაა და შესაბამისად, მისი დაძლევისთვის საერთო ძალისხმევას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ჩვენს სამშვიდობო გეგმას და ინიციატივებს მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანი არის მსგავსი ფორუმებს გამოყენება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ყურადღების ცენტრში, ჩვენს პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც მათ ჩვენს მხარდაჭერას გაუადვილებს“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

რიგის კონფერენციას 40 ქვეყნის 700-მდე სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი ესწრება. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი კომუნიკაცია შედგა

5 ივნისი, 2020 , 17:15

დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა

იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის - გიორგი ვაშაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. მისი თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება - ნინო ბურჯანაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა,” - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯ

გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის

5 ივნისი, 2020 , 16:00

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი პარტიას ტოვებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასზე ცილისმწამებლური მასალა გავიდა. "ტვ პი

„ლელო საქართველოსთვის“ თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკური თანამშრომლობას სთავაზობს

5 ივნისი, 2020 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელო საქართველოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური თ

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას

5 ივნისი, 2020 , 11:57

„გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „გირჩიდან“ მე განვიხილებო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!