უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მარტი, 2020 10:45
font-size

მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაიცემა, მაქსიმალურად თავი აარიდონ სახლიდან გასვლას და კორონავირუსის შესაძლო სიმპტომების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

„არ ვაშინებ საზოგადოებას და არ მინდა, პანიკას მივეცეთ, მაგრამ აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება და ყველა რეკომენდაციის დაცვა. ვამბობთ, რომ მთავარი რეკომენდაცია არის სოციალური დისტანცია, დავრჩეთ ყველა სახლში და ნუ ვივლით, ნუ შევიკრიბებით, განსაკუთრებით მოხუცებულები, განსაკუთრებით ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული, სხვა დაავადებები, განსაკუთრებით ვინც იმყოფებიან ქრონიკულ მკურნალობაზე. ეს ადამიანები არიან მომატებული რისკის ადამიანები. თავი ავარიდოთ ნებისმიერ თავყრილობას ანუ სადაც სამი-ხუთი ადამიანი იკრიბება. არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები დიდი სამხიარულო ან ღმერთმა გვაშოროს და სხვა ტიპის სუფრები, რადგან ამ დროს გავრცელების რისკი იზრდება და ამას მაგალითები უკვე გვაქვს. არ არის აუცილებელი საავადმყოფოში გეგმიურ კონსულტაციაზე მისვლა, თუ განსაკუთრებული გადაუდებელი შემთხვევა არ არის, ყველაფერი ეს უნდა ჩატარდეს ტელეფონის საშუალებით. არ არის აუცილებელი ყოველდღიურად მაღაზიებში სიარული. ჯობია, კვირაში ერთხელ მივიდეთ მაღაზიაში, დავიცვათ იქ წესი, რაც არის. ძალიან კარგია, რომ ახლა პროდუქტის მაღაზიები იცავენ წესებს, ერთდროულად არ უშვებენ ყველას შიგნით, რათა არ შეიქმნას დიდი თავშეყრა. მოიმარაგეთ კვირის საკვები, რომ მაქსიმალური დრო ვატაროთ სახლში. თუ გავდივართ გარეთ, ჰაერზე, ახლა კარგი ამინდები დგება, ვიყოთ თითო-თითო, ორ-ორი, მაქსიმუმ სამი ადამიანი, მეტი არა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია იმ ადამიანებთან სტუმრობისგან თავის არიდება, რომელთა შესახებაც არ ვიცით მოგზაურობის ისტორია. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც გამოდიან კარანტინიდან ან თვითიზოლაციიდან, არ არიან საშიში, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის ისტორია სულ სამ თვეს ითვლის და ამ ვირუსის ქცევა ბოლომდე არ არის ცნობილი.

„დადგენილია, რომ 14 დღეა ინკუბაციის პერიოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ეს ორი თვე – აპრილი და მაისი გავიჭირვოთ იმ თვალსაზრისით, რომ ვიყოთ თვითიზოლირებული. განსაკუთრებით ვთხოვ ადამიანებს, ვინც დღეს უცხოეთიდან ჩანობრძანდებიან. კიდევ გამრავლდება ეს ხალხი, რადგან საქართველოს სახელმწიფო უარს არ იტყვის და ვერ იტყვის თავისი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე. ისინი ბრუნდებიან ორგანიზებულად საქართველოს ავიახაზებით. რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციის შემოტანის რისკი. იცით, რა ხდება იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ამიტომ ის ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ კარანტინში, ვინც ჩამოვლენ ან ვინც თვითიზოლაციაში არიან, უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები ძალიან მკაცრად, რადგან ჩვენ გვაქვს ამის შემთხვევები, როცა არ იქნა დაცული, ინფექცია იქნა გამოტანილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ყველას მოუწოდა, დაიცვან იზოლაციის, კარანტინის რეჟიმი და ყველა ის რეკომენდაცია, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაიცემა.

„რაც მთავარია, თუ იგრძნობთ პირველივე სიმპტომებს ხველის, ტემპერატურის, სუნთქვის გაძნელების, იმ წუთში ურეკავთ თქვენს ოჯახის ექიმს. არ არის აუცილებელი მისვლა. ოჯახის ექიმების ტრენინგი უკვე მიმდინარეობს. ისინი მოგცემენ მიმართულებას, რა დროს მიბრძანდეთ, თუ საჭიროა საავდმყოფოში, რა დროს, რა პერიოდი დარჩეთ თვითიზოლაციაში, რა დროს უნდა იქნეს აღებული სინჯი კორონავირუსზე და ასე შემდეგ. ისინი მიჰყვებიან ამ პროტოკოლს, ამიტომ უნდა გვქონდეს ექიმებთანაც და სამედიცინო პერსონალთან დისტანციური ურთიერთობა. ანუ რომ მოვხაზოთ მთავარი და რომ შევაჯამოთ, მთავარი გახლავთ სწორედ ამ რეკომენდაციების დაცვა და, რა თქმა უნდა, პირადი და ზოგადი ჰიგიენა – ბევრჯერ ხელების დაბანა დღის განმავლობაში, რომ შემოვდავართ დაწესებულებებში, კარგია, რომ დგას სანიტარიზერები იგივე მოლებში, ხელების სპირტიანი ხსნარით ხშირად დამუშავება და ისევ და ისევ და ჩვენი დღევანდელი სლოგანი არის – დარჩით სახლში“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „ახალ კვირას“. (1tv.ge)

არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს მტერი და მოყვარე - მეუფე მელქისედეკი

26 მაისი, 2020 , 17:45

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ (ხაჩიძე) მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი „საქართველო“- ,,საქართველოს დამოუკიდებლო

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

26 მაისი, 2020 , 17:34

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან

26 მაისი, 2020 , 17:25

  საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინ

კახა კოჟორიძე კახა კალაძეს: რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი

26 მაისი, 2020 , 17:01

„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები. კოჟო

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

26 მაისი, 2020 , 16:48

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. &bdquo

დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა - მამუკა ხაზარაძე

26 მაისი, 2020 , 16:21

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი,