უკან

ეკონომიკა

1 ივნისი, 2020 16:25
font-size

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა - ბექა ლილუაშვილი

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.

„მოგეხსენებათ, რომ გლობალურად, მსოფლიო ძალიან სწრაფად შევიდა ეკონომიკურ კრიზისში. გლობალურმა ეკონომიკამ დაიწყო შემცირება და საქართველოც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, -4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ ეს კრიზისი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად, ისევე როგორც საქართველო სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წელს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენ გვაქვს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო, ხოლო მომდევნო წლებში 5.5 პროცენტზე მეტია ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, წელს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენმა უამრავმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა დაკარგა შემოსავლის წყარო, სამსახური, თუმცა, არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, ძალიანს სწრაფად მოხდება მდგომარეობიდან გამოსვლა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ მძიმე პერიოდში, სანამ ეკონომიკური პროცესი სრულად გაიმართება და დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს, ამ ადამიანებს შეუნარჩუნოს მინიმალური შემოსავალი, რათა მათ არ შეექმნათ ყოველდღიურობის, მიმდინარე ხარჯების გადახდის პრობლემა.

„ჩვენ, ამ მიმართულებით, თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დააზარალა პანდემიამ, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ვეხმარებით კონკრეტული ნაბიჯებით და გარდა ამისა, ბიზნესს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, რომელიც ასევე მწვავედ დაზარალდა, ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, მხარდაჭერას ანტიკრიზისული გეგმების სახით, რომ კრიზისის მიმდინარეობის პროცესში მათ არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები სამსახურიდან, არ შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ეხმარება ეკონომიკის გახსნაც, რაც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურს. თუ მათ ჰქონდათ აღებული შვებულება, ან უხდებოდათ ნაწილობრივ მუშაობა, დისტანციურად, ახლა გადავიდნენ მუშაობის განახლებულ რეჟიმზე, დაიწყონ აქტივობების განხორციელება, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს და მიიღონ დროებით შეჩერებული შემოსავალიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე