უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
მოზაიკა
მომენტალური გადახდები მობილურით
მობილური ტელეფონის გარეშე ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. ის მუდამ თან გვაქვს სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ მისი დახმარებით შეგვიძლია მოვაგვაროთ პრობლემები, ორგანიზება გავუკეთოთ სხვადასხვა საკითხს თუ შეხვედრას, ჩავინიშნოთ დავალებები, შევქმნათ საყიდლების სია ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამიერიდან პირდაპირ თქვენი მობილურით შეგიძლიათ განახორციელოთ, 1000-მდე სერვისის მომენტალური გადახდაა.
თიბისი ფეის App უკვე თქვენს მობილურში
თიბისი ფეი, რომელიც აქამდე მომენტალური გადახდის აპარატებითა და ვებ-გვერდით იყო წარმოდგენილი, ახლა უკვე გადასახადების მოსახერხებელი ფორმით გადახდისთვის მობილურ აპლიკაციას გთავაზობთ. სწრაფი ჩარიცხვების სისტემა ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე, იმისათვის რომ გადასახადების დისტანციურად გადახდა კომფორტული, მარტივი და მოსახერხებელი იყოს.
TBC Pay-ის აპლიკაცია წარმოდგენილია როგორც App Store-ში, ასევე Play Store-ში. იმის მიხედვით, თუ რომელი ოპერაციული სისტემის მომხმარებელი ხართ, ანდროიდის თუ iOS-ის, ამ ბმულების საშუალებით შეძლებთ თიბისი ფეის აპლიკაცია თქვენს მობილურში გადმოწეროთ.აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია, რომლისთვისაც მხოლოდ მობილური ნომრის მითითება დაგჭირდებათ.
რატომ ვისარგებლოთ თიბისი ფეის მობილური აპლიკაციით
თიბისი ფეის მომხმარებლების 60% გადახდის განხორციელებას სწორედ მობილური ტელეფონით ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ ვებ გვერდის შემდეგ კომპანიამ აპლიკაციაზე დაიწყო მუშაობა.
როგორც წესი, როცა კომპანია მობილურ აპლიკაციას ამზადებს, ის მთლიანად გათვლილია მობილური ტელეფონის ეკრანის ზომაზე, ორიენტირებულია ადვილ და მოსახერხებელ ნავიგაციასა და მომხმარებლისთვის კომფორტულ ინტერფეისზე. ეს ყველა საკითხი სრულიადაა გათვალისწინებული თიბისი ფეის აპლიკაციაში. მისი გამოყენება ყველა მომხმარებლისთვის მარტივია.
TBC Pay-ის აპლიკაციაში ისეთი სიახლეებიც დაგხვდებათ, რაც ჯერ-ჯერობით ვებ-გვერდზე არაა წარმოდგენილი. მაგალითად, აპლიკაციის უახლესი ფუნქციონალი - თანხის მოთხოვნა, რომელიც შინააარსობრივად გულისხმობს საერთო თანხის მოგროვებას სხვადასხვა ადამიანისგან. თუ ლანჩის თანხას თანამშრომლებთან ერთად ინაწილებთ, ან კინოს ბილეთებს მეგობრებთან ერთად ყიდულობთ, ან სულაც საჩუქრის ფულს ერთად აგროვებთ რამოდენიმე ადამიანი ერთად, ეს ფუნქციონალი მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ პროცესს! ამისათვის საჭირო იქნება, რომ მობილურის კონტაქტებიდან დაამატოთ იმ ადამიანთა ნომრები, ვისთან ერთადაც აგროვებთ ფულს, მიუთითოთ გასაყოფი თანხა და დაელოდოთ თანხის მოთხოვნის სმს შეტყობინების გაგზავნას თქვენს მეგობრებთან. მათთან მისულ შეტყობინებაში არსებულ ბმულზე გადასვლის შემდეგ კი ნებისმიერი ქართული VISA/Mastercard საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ, ისინი შეძლებენ თქვენთვის თანხის გადმორიცხვას.
კიდევ ერთი მოსახერხებელი სერვისი, რომელიც თიბისი ფეის მობილურ აპლიკაციაშია წარმოდგენილი, თანხის მობილურის ნომრით გადარიცხვაა. ეს მარტივი და საჭირო ფუნქციაა, მაშინ როცა არ იცით თანხის მიმღები პირის საბანკო რეკვიზიტები. ამ სერვისის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ 20 ლარამდე თანხის გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეძლებთ, 20 ლარის ზემოთ თანხაზე კი საკომისიო მხოლოდ 1 ლარია.
ელექტრონული საფულე - თიბისი ფეის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალია.ეს სერვისი აპლიკაციაში კიდევ უფრო დახვეწილი და მოსახერხებელი ფორმითაა წარმოდგენილი. ელექტრონული საფულით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ თქვენ საბანკო ბარათს არ ფლობთ. ამ შემთხვევაში საფულეში თანხას თიბისი ფეის აპარატების საშუალებით, ნაღდი ფულით, ჩარიცხავთ. შედეგად, შეძლებთ ერთი საფულიდან მეორეში თანხის საკომისიოს გარეშე გადარიცხვას, 1000-ზე მეტი კომპანიის სერვისის საფასურის ერთი კლიკით გადახდას, თანაც ბარათის საკომისიოს გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ თიბისი ფეის ელექტრონული საფულე თავისი სრულყოფილი ფუნქციონალით თავისუფლად შეგიცვლით ნებისმიერ ინტერნეტ ბანკს.
მობილურ აპლიკაციაში კიდევ სხვა არაერთი საჭირო ფუნქცია დაგხვდებათ, მაგალითად ავტომატური გადახდები, გადახდის შაბლონები, შეტყობინება დავალიანების შესახებ და სხვა. TBC Pay-ის აპლიკაციით თანხის განკარგვა კომფორტული და იოლია. ამავე დროს, აპლიკაციაში ფინანსური უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა მექანიზმი არსებობს. აქ თქვენი ყველა მონაცემი საიმედოდ და სანდოდაა დაცული.