უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2020 12:55
font-size

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მაშინ როდესაც ადამიანები ვალებში იხრჩობიან, კორუფციულ სქემებში ჩაფლული კონკრეტული მცირე ჯგუფები მილიონებს იპარავენ ერთი ხელის მოსმით“.

„მარტო აქიდან ჩანს, როგორი ნაქები კრიზისმენეჯერიცაა გახარია. იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელიც დღეს გვყავს, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ზოგადად ისიც არ იცის რა ხდება. ესენი ეკონომიკურ კრიზისს ფინანსური კრიზისის მეთოდებით ებრძვიან და მხოლოდ ფინანსურ დახმარებებზე ფიქრობენ. არადა პირველ რიგში ფინანსები სამუშაო ადგილების შესაქმნელად უნდა იყოს მიმართული, რაც ყოველ დღე კატასტროფულად მცირდება.

ამასთან, საპროცენტო განაკვეთები არის გაცილებით დიდი, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ანუ, ფულის ამოღება კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მხრიდან გაცილებით უფრო მეტი ხდება, ვიდრე ფულის მიწოდება. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა კი, ისიც კი არ იცის, რომ ამ პირობებში ბანკები უნდა მოთოკოს, რომლებიც დღესაც კოლოსალურ მოგებაზე გადიან. ჩვენ ეკონომიკას ფული ვერ მივაწოდეთ, მივაწოდეთ ხარჯვას, ანუ პრაქტიკულად ინფლაციური პროცესი ჩავრთეთ. ეს აისახა კიდევაც იმ 26% და 27% ინფლაციაზე, რომელიც პირველადი მოხმარების საგნებზე აისახა. მოკლედ, ურთულესი პერიოდი მოდის და მთავრობა ეკონომიკას ვერ დაიჭერს იმიტომ რომ, დღესაც კი, კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები. ასეთი კრიზისის და მითუმეტეს პანდემიის დროს, სარესტორნო მომსახურებაში ათიათასობით ლარის დახარჯვა უბრალოდ სამარცხვინოა! მითუმეტეს, რომ ეს ათასები იმ მდუმარე დეპუტატებზე იხარჯება, რომლებიც ხმასაც არ იღებენ. როგორც ჩანს, ატარებდნენ, აჭმევდნენ და ამათი თვითკმაყოფილებაც დუმილში გამოიხატება”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი