უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

მომხრე ვარ ინაუგურაციის, რაც შეიძლება სადა სცენარის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხრეა, რომ ინაუგურაცია სადა სცენარით და ევროპული ფორმით წარიმართოს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაციის სცენარებზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომლის წევრებიც სცენარების ვერსიებს მას დღეს ან ხვალ გააცნობენ.

„კომისია არის შექმნილი და მოსამზადებელ ეტაპზე არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ასევე, ალბათ დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ დღეს ან ხვალ, სცენარების რა ვარიანტები არსებობს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე ვთვლი ევროპულ ფორმად. არ მინახავს არც ერთი სცენარი. ალბათ არის სხვადასხვა ვარიანტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მხატვარი თამარ ფოცხიშვილი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

ზაქარია ქუცნაშვილი თამარ ჩუგოშვილს: დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს

20 ივნისი, 2019 , 12:36

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის Facebook-სტატუსს ეხმიანება. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, პოლიტიკოსს არ აქვს უფლება იყოს სუსტი და თავისი კომფორტით ან დოსკომფორტით ისაუბროს.

რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა - თამარ ჩუგოშვილი

20 ივნისი, 2019 , 12:20

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. "ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს

რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს - სალომე ზურაბიშვილი

20 ივნისი, 2019 , 12:20

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის

ვასაძე არის ივანიშვილის დაშანტაჟების რუსული მექანიზმი - რომან გოცირიძე

19 ივნისი, 2019 , 17:05

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში რუსეთიდან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად ა

გაიგეთ, ღმერთს არ სწყურია ამდენი სისხლი! – მამა პეტრე ლომისობაზე

19 ივნისი, 2019 , 16:20

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ლომისობის დღესასაწაულზე დღეს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ქრისტიანული ფანატიზმია. “აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი… აი, სად გადის ქართულად დანახული რელიგიუ

თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა - გიორგი ტყემალაძე

19 ივნისი, 2019 , 15:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართალდარღვევები სისხლის სამა