უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილები არსებობდეს ონლაინვერსიაში - ალექსანდრე ჯეჯელავა

მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილების ონლაინვერსიები არსებობდეს, იყოს თამაშები, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსაწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნოპარკში, სადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, დღეს გვაქვს საშუალება, რომ საუკეთესო ქართველმა მასწავლებლებმა ყველა ქართველ მოსაწავლეს ხმა მიაწვდინონ, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

„იგივე დისტანციური, ელექტრონული სწავლებები, თუ ბევრი სხვა ინსტრუმენტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი ან ცუდი მასწავლებელი, კარგი ან ცუდი სკოლა აღარ იყოს და ეს იყოს ერთიანი სივრცე, სადაც ყველა ბავშვს და ბევრ ზრდასრულსაც არ აწყენდა სკოლისდრონდელი ამბების გახსენება საჭიროებისამებრ. მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიები იძლევა იმ შედეგების გამრავლების საშუალებას, რაც ჩვენ გვაქვს. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილები არსებობდეს ონლაინვერსიაში, არსებობდეს თამაშები, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსაწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მასწავლებლების მხრიდან დიდია დაინტერესება და მზადყოფნა, რომ ტექნოლოგიები გამოიყენონ და ცოდნა გაიღრმაონ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 მაისი, 2020 , 11:05

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. „კორონავირუსის

თბილისში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომობილს დაეცა

23 მაისი, 2020 , 16:42

ძლიერმა ქარმა თბილისში ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც კორპუსთან მდგომი ავტომობილები დაზიანდა. შემთხვევა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიკა ხიდურელი ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამ

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე

23 მაისი, 2020 , 15:55

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმიანება საქართველოში შექმნილ ეპიდემილოგიურ სი

კორონავირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება - ლევან დავითაშვილი

23 მაისი, 2020 , 15:20

პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მი

ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ

23 მაისი, 2020 , 14:10

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

23 მაისი, 2020 , 12:30

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:   o   მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. o   მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი. o   დაშვებული გახდა ყვ