უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2020 12:32
font-size

მონაცემების გასაჯაროების პროცესში პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება - ცესკო

მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება,- აღნიშნულის შესახებ ცესკო- ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები წარმოადგინა 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით.

"21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მოგეხსენებათ დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში. 21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე რესულტს.ცეც.გოვ.გე.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (ცესკო.გე), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას.

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით. ასევე გაგაცნობთ ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს.

№1 - მთაწმინდა, კრწანისი - №2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1727) ; №41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769)

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378) ; №41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549)

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი -10.08% (2770); №41 - დავით სერგეენკო-89.92% (24697)

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879); №41 - კახა კახიშვილი -92.15% (22055)

№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3573); №41 - სოზარ სუბარი -88.68% (27993)

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი- №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3188); №41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28522)

№7 - ნაძალადევი- №10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2223); №41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23629)

№8 - გლდანი- №5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3032); №41 - ლევან კობიაშვილი 89.36% (25474)

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი 11.17% (5608) ; №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 88.83% (44616)

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი- №5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2076); №41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25728)

№12 - რუსთავი, გარდაბანი- №5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4012); №41 - ნინო ლაცაბიძე -89.79% (35297)

№16 - ხაშური, ქარელი - №5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2763); №41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602)

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი- №5 - კახა გეწაძე - 8.06% (3488); №41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39810)

№23 - ქუთაისი- №5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2626); №41 - ზაზა ლომინაძე -91.92% (29866)

№27 - ზუგდიდი- №5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2064); №41 - ირაკლი ჩიქოვანი -93.88% (31678)

№28 - ბათუმი - №5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4172); №41 - რესან კონცელიძე -87.81% (30057)

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4293); №41 - ანზორ ბოლქვაძე -88.19% (32062)

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში:

№59 - ქუთაისი - №5 - გრიგოლი შუშანია -7.98% (2595); №41 - იოსები ხახალეიშვილი -92.02% (29911),"- განაცხადა იოსელიანმა.

ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

 ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შე

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერ

ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით -გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე, ამი

მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:15

მოგეხსენებათ, რომ სადღაც სექტემბერში ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, რა თქმა უნდა, მესამე ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაე

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის` თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს- ეროვნული ბანკი

26 ნოემბერი, 2020 , 15:15

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის" თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს. სებ-ის ცნობით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის"

ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

26 ნოემბერი, 2020 , 15:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, პროექტ "CONTACT - Black Sea"-ს გახსნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მოიცავს ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის საკითხებს შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანაში - საქარ