უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2018 14:25
font-size

მონაწილეობა ვთხოვეთ ეკლესიასაც, რომ გადავარწმუნოთ ადამიანები და ნარკოდამოკიდებულების გზიდან მოვაბრუნოთ - აკაკი ზოიძე

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომავალ კვირაში იგეგმება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საკითხზე დეპუტატებთან კოსულტაციები გრძელდება, თუმცა სავარაუდოდ მხარეები ცვლილებების ეტაპობრივ ამოქმედებაზე შეთანხმდებიან.

მისივე თქმით, პირველი მიზანი იმ კომისიის შექმნაა, რომელმაც ნარკომოხმარების პრევენციასა და მომხმარებელთა რეაბილიტაციაზე უნდა იზრუნოს.

„იმ კვირაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ და გვქონდეს იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც შეჯერებული პოზიციით უნდა წარვსდგეთ. ყველა ვარიანტში მოხდება ნაბიჯების გადადგმა იმით, რომ პრევენციაში ჩაიდება თანხები, შემოვა კომისიიის მექანიზმი, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან გამოცდილი ექიმები, ყოფილი სამართალდამცავები, ყოფილი მოსამართლე, სოციალური მუშაკი.

„ასევე, მონაწილეობა ვთხოვეთ ეკლესიასაც, რომ ყველა მიმართულებიდან შევძლოთ და გადავარწმუნოთ ადამიანები და ნარკოდამოკიდებულების გზიდან მოვაბრუნოთ. უკვე დამოკიდებულებს კი, შევთავაზოთ ზიანის შემცირება, ზრუნვა, მკურნალობა, რათა საზოგადოებაზე ზიანი შემცირდეს, კრიმინალური, ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით“, – ამბობს აკაკი ზოიძე.

მისივე განმარტებით, ეს არამხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, არამედ უპირველესად საზოგადოებისთვის უნდა გაკეთდეს.

„ძალიან ცდებიან ოპონენტები, ვინც მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის – ეს არის პირველ რიგში სწორედ საზოგადოებითვის, რომ დავიცვათ და ამავდროულად, ცხოვრება შევუმსუბუქოთ 50 ათასამდე პრობლემურ ნარკომომხმარებელს, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, როგორც სტიგმის, ასევე სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა კუთხით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგას, დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები კონკრეტული, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ კომისია მუშაობს. ერთი წლის თავზე ვაჩვენოთ, რომ კი არ მოიმატა ნარკომომხმარებელთა რაოდენობამ, არამედ შემცირდა და აღნიშნული მეთოდი მუშაობს. მას შემდეგ, რაც დავარწმუნებთ, რომ არა სადღაც პორტუგალიაში, არამედ საქართველოში იმუშავა ამ მიდგომამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გატარდება რეფორმა, იმ ფორმით, რა ფორმითაც თავის დროზე ინიცირება მოხდა“, – განაცხადა ზოიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი