უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2018 10:35
font-size

მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

გუშინ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. მხარეები მიესალმნენ მონტენეგროსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და საერთაშორისო ფორუმებზე შეხვედრების გააქტიურების დინამიკას. ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალს. შეხვედრისას აღინიშნა მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ნაბიჯებზე და სურვილზე გააკეთოს იმაზე მეტი ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს ჩვენგან. ასევე ვისაუბრეთ საგზაო რუკაზე, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან და აახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, გვექნება აქტიური კონსულტაციები და გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით“ - აღნიშნა მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის აქტიურად გახსნა წევრობის პერსპექტივა და შესაძლო გაწევრიანების თარიღად უკვე დასახელდა 2025 წელი. მინისტრმა წარმატება უსურვა მონტენეგროს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო გაიზიარებს ქვეყნის გამოცილებას გაწევრიანების პროცესში არსებულ გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მონტენეგროს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებისთვის.

„მსურს ხაზი გავუსვა და მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ჩვენ, ჩვენის მხრივ უვიზო რეჟიმი გვაქვს მონტენეგროს მოქალაქეებისთვის. უკვე გამოქვეყნდა მონტენეგროს შესაბამის საჯარო სივრცეში განკარგულება, რომლითაც უქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორმხრივი უვიზო რეჟიმი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, შეუწყობს ხელს ტურიზმის მიმართულების განვითარებას და არამხოლოდ ტურისტული ნაკადების გაზრდას, არამედ ასევე ინვესტიციების გაზრდას ამ მიმართულებით, როგორც საქართველოდან მონტენეგროში, ასევე მონტენეგროდან საქართველოში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც შეხვედრისას, ასევე პრეს-კონფერენციის ფარგლებში სრჯან დარმანოვიჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერა.

„მინდა აღვნიშნო, რომ მონტენეგრო გახლავთ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, მათ შორის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მისწრაფებებს. ერთობლივადაა აღიარებული, რომ ნატო არის ყველაზე ძლიერი და გრძელვადიანი გარანტორი ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ისევე როგორც წინაპირობა ეკონომიკური განვითარების და უცხოური ინვესტიციების მეტი შემოდინების“ - განაცხადა სრჯან დარმანოვიჩმა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. 13 ივნისს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. სრჯან დარმანოვიჩი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი