უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ნოემბერი, 2017 16:20
font-size

მოქალაქე, რომელიც პატრულს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

მოქალაქე გიორგი პერტაია, რომელიც პატრულის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ასევე ნარკოტიკის ჩადებისა და მეუღლის გაუპატიურების მუქარაში, თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევს.

მომხდართან დაკავშირებით მან გუშინ პრესკონფერენცია გამართა. პერტაიას ნაამბობიდან გაირკვა, რომ პატრულმა 27 ნოემბერს გააჩერა ნიკოლაძის ქუჩაზე.

როგორც პერტაიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, მას საგამოძიებო უწყებიდან დღეს დაუკავშირდნენ.

„მომხდარიდან შემდეგ დღეს მივმართე. პირველად ახლა დამიკავშირდნენ“, -თქვა პერტაიამ დაკითხვის წინ.

პერტაისთან ერთად პროკურატურაში მივიდა მისი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხაჩიძე. მისი ინფორმაციით, უწყება საქმის ფაქტობრივი დეტალების დაზუსტებას აპირებს.

„დღეს დაგვიკავშირდნენ, რომელი საათისთვის მოვსულიყავით ჩვენების მისაცემად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. გამოვცხადდით, მივცემთ ჩვენებას და შემდგომ ვნახავთ, რას მოიმოქმედებს გამოძიება და როგორ წარიმართება. იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება ობიექტური და ეფექტური“, -თქვა ხაჩიძემ.

ანა მებურიშვილი

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავა

19 აპრილი, 2019 , 13:12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს

19 აპრილი, 2019 , 12:51

თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის&r

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

19 აპრილი, 2019 , 10:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული დ. კ.

ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეო

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019