უახლესი ამბები
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
- 27.01.2021 16:35იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 16:3521:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი - მაია ცქიტიშვილი
არქივი
პოლიტიკა


მოქალაქეების გადასახადები სააკაშვილისა და ივანიშვილის დაუკმაყოფილებელ ამბიციებს ეწირება - მამუკა ხაზარაძე
მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ საქართველო მათია და ფიქრობენ, თუ რამე კეთდებოდა, გაჩერებულია ან გაკეთდება, დაკავშირებულია ამ ორ პიროვნებასთან, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღეს ორი ძალის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწირება სახელმწიფო ბიუჯეტი.
„დღეს ორი ძალის ხელმძღვანელის – ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის და მეორე მხრივ ერთმმართველი პიროვნების, ივანიშვილის ამბიციებს, მათ დაპირისპირებას ეწირება თითოეული ჩვენგანის ინტერესი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ჩვენი მოქალაქეების გადასახადები. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პოზიციას და ვამბობთ, რომ სახელმწიფო ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა. საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა და დღეს ის ბაყაყების საბუდარად იქცა; პრეზიდენტის სასახლე, რომელიც 500 მილიონ ლარამდე დაჯდა და გაჩერებულია – ჩვენ ვიხდით თანხებს მის შენახვაზე და პრაქტიკულად პარტახდება იქაურობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტია შემოვლითი რკინიგზა. რვა წელი გავიდა და არ არის პასუხი, რა უნდა ეშველოს თანხებს, რომელიც მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღეს და ამ პროექტში ჩადეს.
„რვა წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ განახორციელა 5 მილიონ ლარამდე მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები. კითხვა მაქვს, ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ამხელა გამოყოფილი თანხა ვერ დაიხარჯა. არ შეიქმნა გზები, ხიდები, გვირაბები, რომელიც უნდა შექმნილიყო. რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ. როცა ქუთაისის აეროპორტი არსებობს, ამხელა ნაკადია და აცხადებს, რომ გავაკეთებ რკინიგზას და არ აკეთებს, ეს არის არაკომპეტენტურობის ბრალი. ბოლოს 100 მილიონ ლარამდე მოცულობის დაწყებული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის პატარა ნუსხა იმ არაკომპეტენტურობისა, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეების გადასახადები ეწირება სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაუკმაყოფილებელ ამბიციებს. ეს ვითარება სასწრაფოდ გამოსასწორებელია.
„რას გთავაზობთ ჩვენ – ქუთაისში, პარლამენტის შენობაში მოეწყოს საერთაშორისო საფონდო ბირჟა. გვაქვს მოლაპარაკებები საერთაშორისო ბირჟებთან და ვფიქრობ, რომელიღაც მათგანი შესაძლოა იყოს „ნასდაკი“, „ლონდონის ბირჟა“, შესაძლოა რომელიღაც სხვა ბირჟა, და ქუთაისი გავხადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი. ჩვენი გათვლით და იმ ანალოგებით, რომლის მსგავსიც მოხდა სხვა ქვეყნებში, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში კაპიტალბრუნვა ამ ბირჟაზე იქნება 4 მილიარდი დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის დაახლოებით 10-20%-მდე იმ მომავალი ბიუჯეტისა, რომელსაც ჩვენ შევქმნით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გადაიქცეს ჰაბად. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ტვირთები და არა მარტო მგზავრები. ამისთვის საჭიროა ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიც არის „ფედექსი“, „ამაზონი“, „ალიბაბა“ და ა.შ. მათთანაც გვაქვს კონტაქტები დამყარებული და ქუთაისის აეროპორტიდან შეგვიძლია სამი საათის რადიუსის ფრენაში გადავწვდეთ ნახევარი მილიარდი ადამიანის ბაზარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
27 იანვარი, 2021 , 17:20

იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
27 იანვარი, 2021 , 16:35
არ ვაპირებთ უკანდახევას -ლევან ბეჟაშვილი
27 იანვარი, 2021 , 15:25
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა
27 იანვარი, 2021 , 12:00
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
27 იანვარი, 2021 , 10:36
პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
26 იანვარი, 2021 , 17:52